პედრიმ, შესაძლოა, საქართველოსთან არ ითამაშოს
"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, პედრიმ, შესაძლოა, უახლოესი სანაკრებო პაუზის დროს დაისვენოს.
პედრი მოედანს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა და "ფურია როხას" დამრიგებელი ლუის დე ლა ფუენტე აპირებს, მას მოუფრთხილდეს.
დე ლა ფუენტე ნაკრების განაცხადს პარასკევს დაასახელებს. Sport-ის ცნობით ესპანელთა დამრიგებელი განიხილავს ვარიანტს, რომ პედრი საერთოდ არ გამოიძახოს, ვინაიდან მის გუნდს ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე განაღდებული აქვს. ახალგაზრდა ნახევარმცველის გამოძახების შემთხვევაშიც დე ლა ფუენტე მას სრულად არ დატვირთავს.
ესპანეთი 16 ნოემბერს თემურ ქეცბაიას კვიპროსს სტუმრად დაუპირისპირდება, 19 ნოემბერს კი საქართველოს უმასპინძლებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]