ლა მასია სეზონს და ძველ შენობას ხურავს

ლა მასია სეზონს და ძველ შენობას ხურავს


გუშინ ლა მასიას ძველი შენობა სამუდამოდ დაიხურა ”ბარსელონას” კანტერანოებისთვის. ახალი სეზონიდან კლუბის აღზრდილები მუშაობას თანამედროვე და ახალ შენობაში გააგრძელებენ.

”ბარსელონას” მომავალი თაობა, ასევე უბრალო ადამიანები, აღზრდილები და ლა მასიას უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები შეიკრიბენ 8 საათზე, რათა საბოლოოდ დახურათ გასული სეზონი. ცერემონიას ესწრობოდა კლუბის პრეზიდენტი, სანდრო როსელი და ხუნტას წევრები.

”მხიარულეი და ნაღვლიანი დღე”

სტუმრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას სანდრო როსელმა აღნიშნა, რომ ”დღეს ჩვენ საბოლოოდ შევიკრიბეთ ლა მასიის ახლანდელ შენობასთან. ერთის მხრივ ნაღვლიანი ვარ, რადგან მომავალი სეზონიდან ამ ადგილზე აღარ ვიმუშავებთ. ამავდროულად წინ უნდა ვიყუროთ და ლა მასიას ახალი შენობა იქნება უფრო ფუნქციონალური და თანამედროვე”.

აღზრდის ფაქტორი

სანდრო როსელმა განსაკუთრებით აღნიშნა აღზრდა, რომელსაც კანტერის ფეხბურთელები იღებენ: ”ეჭვგარეშეა, რომ ”ბარსას” საკუთარ რიგებში საუკეთესო ფეხბურთელების ყოლა სურს. ამავდროულად ჩვენ გვსურს, რომ ისინი საუკეთესო ადამიანები იყვნენ. იყო ”ბარსას” ნაწილი პრივილეგიაა და ეს უნდა დააფასო და მოუფრთხილდე”.

ყოფილი მუშაკები

სანდრო როსელმა აღნიშნა მწვრთნელების განსაკუთრებული როლი. სამახსოვრო მედლები მიიღეს ”Alevín C”-ს მეორე მწვრთნელმა, ფრანსის პერესმა და ”FCB Escola”-ს წარმომადგენლებმა, კარლოს ბუენომ და ალბერტ ბენაიგესმა, რომლებიც ჩვენს კლუბს ტოვებენ ახალი მწვრვალების დასაპყრობად.

ახლა კი გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ასახულია ლა მასიას ახალი შენობა

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=MDcuozQgv-Q]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.