მხოლოდ 4 ბარსელონელი საქართველოს წინააღმდეგ

მხოლოდ 4 ბარსელონელი საქართველოს წინააღმდეგ

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა.

"ბარსელონადან" "ფურია როხას" შემადგენლობაში გავი, ფერან ტორესი, ლამინ იამალი და ინიგო მარტინესი მოხვდნენ. ამ უკანასკნელს ბოლოდროინდელი კარგი თამაში ნაკრების დაბრუნებით დაუფასდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, დე ლა ფუენტემ დასვენების საშუალება მისცა პედრის. ბალდეს ადგილი გრიმალდომ დაიკავა. ნაკრებს მიღმა დარჩა ანსუ ფატიც და დე ლა ფუენტემ კარგი ფორმის მიუხედავად არც ფერმინ ლოპესს უხმო.

ესპანეთის ნაკრები 16 ნოემბერს კვიპროსს ეწვევა, 19 ნოემბერს კი საქართველოს უმასპინძლებს.

"ფურია როხას" ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე განაღდებული აქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 13 ნოემბერი 2023 10:41
    0
    "ფურია როხას" ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე განაღდებული აქვს
    აბა მოგვიგია და ეგაა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 ნოემბერი 2023 02:01
    0
    ციტატა: Rolex
    რეალს კეპაც დაემტვრა დაეწყებათ მაგათაც ჩავარდნა და უნდა გამოვიყენოთ ფრენკი დაბრუნდება სანაკრებო პაუზაზე ხვალ მგონია ვერ მოიგებს რეალი

    ხო წვალებით მოიგო 5:1
    ფანი [?]
    #3 11 ნოემბერი 2023 10:35
    1
    ციტატა: CHEPE
    შესაძლოა ვალენსია წელს არიქნება მარტივი წაგება გამორიცხულია თუ არ გაუარდა ვალენსიას... არადა უნდა ისარგებლონ ლუნინის ყოფნით

    ვალენსიასთან სულ უჭირს რეალს და იქნებ გაუვარდეს როგორმე🙃
    Culé [?]
    #2 11 ნოემბერი 2023 09:04
    1
    ციტატა: Rolex
    რეალს კეპაც დაემტვრა დაეწყებათ მაგათაც ჩავარდნა და უნდა გამოვიყენოთ ფრენკი დაბრუნდება სანაკრებო პაუზაზე ხვალ მგონია ვერ მოიგებს რეალი

    შესაძლოა ვალენსია წელს არიქნება მარტივი წაგება გამორიცხულია თუ არ გაუარდა ვალენსიას... არადა უნდა ისარგებლონ ლუნინის ყოფნით
    ფანი [?]
    #1 11 ნოემბერი 2023 00:17
    3
    რეალს კეპაც დაემტვრა დაეწყებათ მაგათაც ჩავარდნა და უნდა გამოვიყენოთ ფრენკი დაბრუნდება სანაკრებო პაუზაზე ხვალ მგონია ვერ მოიგებს რეალი