ბართომეუ: "მოლაპარაკებებს ვმართავთ"
კატალონიის "ბარსელონას" ვიცე პრეზიდენტმა, ხოსე მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ ახლა კლუბი ჩილელი ფორვარდის, ალექსის სანჩესის საკითხს განიხილავს...
ჩილეურ გამოცემასთან საუბრისას, ბართომეუმ ნათლად აღნიშნა, რომ "ბარსელონა" ალექსის სანჩესის ტრანსფერზე მუშაობს. "ჩვენ სანჩესის ტრანსფერებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვმართავთ. ჩვენ ძალიან კარგად მოგვეხსენება, თუ რაოდენ ღირებული ფეხბურთელია იგი და სწორედ ამიტომაცაა, რომ ამდენი გუნდია მისი შეძენით დაინტერესებული. ჩვენ ახლა მთავარია მოლაპარაკებები განვაგრძოთ და მოვლენების განვითარებას დაველოდოთ", – განაცხადა ბართომეუმ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის შეძენით "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული და თუ ჭორებს დავუჯერებთ, "მანჩესტერ სიტის" ინტერესში არც "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩამორჩება. თუმცა ახლა, როგორც ბართომეუ იტყოდა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]