სორიანო "რომაში" თამაშით მოხარული დარჩება
კატალონიის "ბარსელონას" მეორე გუნდის თავდამსხმელის, ჯონათან სორიანოს აგენტმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ მისი კლიენტი "რომაში" გადასვლით მოხარული დარჩება...
სორიანოს აგენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი კლიენტი ლუის ენრიკეს ამჟამინდელ კლუბში გადასვლით ძალიან მოხარული იქნება. "ჯონათანი ლუის ენრიკეს გუნდში ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახლდათ და ჩემი კლიენტი მის გუნდში თამაშით ბედნიერი იქნება. მე ამის ესახებ იტალიური გუნდის სპორტულ დირექტორს, უოლტერ საბატინი ვესაუბრე, მაგრამ ჯერჯერობით შეთანხმება არ არის მიღწეული", – განაცხადა 25 წლის ესპანელი ფეხბურთელის აგენტმა. შეგახსენებთ, რომ სორიანომ "ბარა ბ"–ს ფორმით 67 შეხვედრა ჩაატარა და მაყურებელს თავი 50 გატანილი გოლით დაამახსოვრა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]