Puma ცდილობს, რომ ბარსელონას სპონსორი გახდეს

Puma ცდილობს, რომ ბარსელონას სპონსორი გახდეს

"ბარსელონას" მაისურების ახალი სპონსორი, შესაძლოა, Puma გახდეს, იტყობინება Mundo Deportivo.

წყაროს ინფორმაციით, გერმანული ბრენდი ცდილობს, რომ კატალონიური კლუბის სპონსორი გახდეს. "ბარსა" ჯერ-ჯერობით ამჯობინებს, რომ ამ სიტუაციაზე კომენტარი არ გააკეთოს იმ არგუმენტით, რომ ეს "რთული საკითხია", თუმცა ისინი Puma-ს ინტერესს არ უარყოფენ. ზოგი ამბობს, რომ 2025/26 წლების სეზონისთვის "ბარსელონას" ფორმებს უკვე Puma დაამზადებს.

"ბლაუგრანას" Nike-სთან კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს. ისინი ფიქსირებულ 105 მილიონ ევროსა და ბონუსების სახით 50 მილიონ ევროს იხდიან. მხარეები 1998 წლიდან თანამშრომლობენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, ბოლო დროს მათ შორის დაძაბულობა იყო.

სულ მცირე, ლოგისტიკური მიზეზების გამო, მოსალოდნელია, რომ Nike შემდეგ სეზონშიც "ბარსელონას" სპონსორი იქნება. დედლაინების გამო, მათ პროდუქციის წარმოება მალე უნდა დაიწყონ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 30 დეკემბერი 2023 14:40
    0
    ციტატა: nika 54
    ციტატა: Frenkie de Jong_
    ციტატა: Hendrik Johannes
    ისე პუმა რო გახდეს სპონსორი მაგარი საღადაო.იქნება. რეალს ადიდასი აქვს, ბარსას პუმა. ადიდასი და პუმა კიდე მაგარი კონკურენტები არიან

    არადა ადიდასის და პუმას დამაარსებლები ძმები უ
    იყვნენ

    ადიდასის დამაარსებელი ადი დასლერი იყო.

    კი სრული სახელი ადოლფი , პუმასი კიდე რუდოლფი ,
    ე.წ ძმები დასლერები.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 29 დეკემბერი 2023 14:42
    0
    ნაიკს ჯობია პუმა ბევრად. უკეთესი დიზაინები აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 29 დეკემბერი 2023 11:30
    0
    ციტატა: Frenkie de Jong_
    ციტატა: Hendrik Johannes
    ისე პუმა რო გახდეს სპონსორი მაგარი საღადაო.იქნება. რეალს ადიდასი აქვს, ბარსას პუმა. ადიდასი და პუმა კიდე მაგარი კონკურენტები არიან

    არადა ადიდასის და პუმას დამაარსებლები ძმები უ
    იყვნენ

    ადიდასის დამაარსებელი ადი დასლერი იყო.
    Culé [?]
    #3 28 დეკემბერი 2023 22:57
    0
    ციტატა: Hendrik Johannes
    ისე პუმა რო გახდეს სპონსორი მაგარი საღადაო.იქნება. რეალს ადიდასი აქვს, ბარსას პუმა. ადიდასი და პუმა კიდე მაგარი კონკურენტები არიან

    არადა ადიდასის და პუმას დამაარსებლები ძმები უ
    იყვნენ
    გულშემატკივარი [?]
    #2 28 დეკემბერი 2023 19:10
    1
    ისე პუმა რო გახდეს სპონსორი მაგარი საღადაო.იქნება. რეალს ადიდასი აქვს, ბარსას პუმა. ადიდასი და პუმა კიდე მაგარი კონკურენტები არიან
    Culé [?]
    #1 28 დეკემბერი 2023 17:28
    5
    ებიჯო გადააგდეთ ეს ნაიკი და ამათთან დადეთ კონტრაქტი