ესპანეთის სუპერთასი: იცოდით თუ არა, რომ?

ესპანეთის სუპერთასი: იცოდით თუ არა, რომ?

"ბარსელონა" ხვალ, საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ ეტაპზე "ოსასუნას" დაუპირისპირდება.

დღეს კი აღნიშნულ ეტაპზე ერთმანეთს მადრიდული გრანდები, "რეალი" და "ატლეტიკო" დაუპირისპირდებიან და გაირკვევა, თუ ვის შეხვდება "ბლაუგრანა" პოტენციურ ფინალში, რომელიც 14 იანვარს გაიმართება.

ალ ნასრის მოედანზე

სამივე თამაში ალ-ავალის სტადიონზე (ასევე ცნობილი, როგორც KSU სტადიონი) გაიმართება, რომელიც 25,000 მაყურებელს იტევს. ეს "ალ ნასრის" საშინაო არენაა, სადაც პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს. ერთი კვირის შემდეგ აქ იტალიის სუპერთასიც ჩატარდება, რომელიც მსგავს ფორმატს პირველად გამოიყენებს (ნახევარფინალი, ფინალი).

ნაცნობი ადგილი

"ბარსა" ორი წლის წინ, ამ მოედანზე, მარადონას თასზე, "ბოკა ხუნიორსს" დაუპირისპირდა. ეს ამხანაგური ღონისძიება იყო, რომელიც ლეგენდარული არგენტინელის ხსოვნის საპატივსაცემოდ გაიმართა. მატჩი 1-1 დასრულდა და პენალტების სერიაში კატალონიელებმა იმარჯვეს.

მამაკაცები და ქალები, გამარჯვებულები

"ბარსელონამ" გასულ წელს, ესპანეთის სუპერთასის ფინალში მადრიდის "რეალი", 3-1 დაამარცხა. ერთი კვირის შემდეგ, "ბლაუგრანას" ქალების გუნდმაც მოიგო აღნიშნული ტურნირი. მათ ფინალში "რეალ სოსიედადი", 3-0 დაამარცხეს. ამით "ბარსა" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ერთ სეზონში, მამაკაცების და ქალების ერთი ტურნირი მოიგო.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ყველაზე მეტი შეხვედრა

გერმანელმა მეკარემ ამ ტურნირზე, 2014/15 წლების სეზონში მოსვლის შემდეგ, 13 შესაძლო მატჩიდან 9 ჩაატარა. ის ახლა შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს, როგორც 2016/17 და 2019/20 წლების სეზონში. თუ "ბარსა" ფინალში გასვლას შეძლებს და სერჟი რობერტო ორივე თამაშს ითამაშებს, მაშინ ის ამ რეკორდს გაუთანაბრდება.

მესის, გვარდიოლასა და კრუიფის რეკორდები

ამ ტურნირზე ყველაზე მეტი გოლი ლეო მესიმ გაიტანა, 14 გოლი 20 თამაშში, მათ შორის გოლები ზედიზედ 4 (2009, 2010, 2011, 2012) ფინალში. ამავდროულად, იოჰან კრუიფმა და პეპ გვარდიოლამ, როგორც მწვრთნელებმა, ეს ჯილდო სამჯერ მოიგეს. მოქმედ მწვრთნელს, ჩავის, ერთი უკვე მოგებული აქვს და შეეცდება "ბარსელონას" ეს ტიტული მე-15-ჯერ მოაგებინოს.

აღსანიშნავია, რომ ჩავიმ "ბარსელონაში" სადებიუტო გოლი სწორედ ესპანეთის სუპერთასზე, 1999 წელს, "მალიორკას" წინააღმდეგ გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 11 იანვარი 2024 13:59
    0
    ელ კლასიკოა ბოლო-ბოლო ფინალი, იმედია წინააღმდეგობას გაუწევენ.
    Culé [?]
    #5 11 იანვარი 2024 00:08
    0
    ჩავი ლეგენდაა, გული მწყდება, მეგონა რომ მწვრთნელი რანგშიც გააჯაზებდა...
    ფანი [?]
    #4 10 იანვარი 2024 20:34
    0
    ციტატა: me da barca
    C

    თუ ბარსა მოიგებს ამ ტიტულს ეს იმას ნიშნავს რომ მეორე სეზონიც ჩაგვივარდება ჩავის ხელში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 იანვარი 2024 20:28
    0
    თუ ეს თასი ბარსამ მოიგო, მაშინ ვირწმუნებ, რომ სასწაულებიც ხდება. მერე ჩავის ტრაბახს რა გაუძლებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 იანვარი 2024 18:23
    0
    მოკლედ აღარ იცის ფედერაციამ როგორ დაეხმაროს რეალს, ეხლაც ჯერ რეალს ათამაშებს და ხვალ ბარსას რო ფინალისთვის ერთი დღით მეტი დასვენება გამოუვიდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 იანვარი 2024 16:03
    0
    შარშან ამ დროს ძალიან დიდი მოლოდინით ვუყურებდით ამ ტურნირს, სეზონის პირველი ტიტული გვინდოდა, გუნდიც კარგ ფორმაში იყო და გაამართლეს მოლოდინები პირნათლად, ახლა კიდე მე პირადად დიდი იმედი არ მაქვს მოგების, ისედაც ხო დიდი არაფერი ეგ თასი, ალბათ ბევრს ექნება ახლა ასეთი დამოკიდებულება. თუ მოიგებენ ხასიათს მაინც გამოიკეთებენ და უტიტულოდ არ დარჩებიან, მოკლედ სუპერთასი ამწუთას ფეხბურთელებს უფრო ჭირდებათ ვიდრე ფანებს🙂
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"