კარლო ანჩელოტი: სეზონის პირველი ტიტულის მოგებასთან ახლოს ვართ

კარლო ანჩელოტი: სეზონის პირველი ტიტულის მოგებასთან ახლოს ვართ

"რეალ მადრიდის" 64 წლის იტალიელმა დამრიგებელმა, კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის სუპერ თასის ფინალამდე ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხი მიმოიხილა.

ეს არის ტურნირი, რომელიც ხვალ სრულდება, ყველაფერი დანარჩენი ცალკე უნდა გადავდოთ. "ელ კლასიკოში" ისტორიული ფავორიტიზმი არ არსებობს, რადგან ყველაფერს მცირე დეტალები წყვეტს.
ჩვენ რევანშის წყურვილით არ ვითამაშებთ. "რეალ მადრიდი" მინდორზე საკუთარი მაისურის სიძლიერის წარმოსაჩენად გამოდის. "ბარსელონას" პატივს ვცემთ, მათ სხვა დროს დაგვამარცხეს კიდეც, თუმცა ჩვენ ყოველთვის მშივრები ვართ.
ჩავი შესანიშნავად მუშაობს. მას არ აქვს ის გამოცდილება, რაც მე გამაჩნია, რადგან იგი საკმაოდ ახალგაზრდაა. ჩავი წარსულში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო. ის, თუ როგორ ხედავდა წარსულში იგი ფეხბურთს, ახლა მისი დახმარე ფაქტორია.
ბოლო "ელ კლასიკოს" პირველი ტაიმი ცუდად დავგეგმეთ, რაც საფინალო მატჩისთვის უნდა გავითვალისწინოთ.
გუნდმა აღდგენა მოასწრო და ემოციურად ბოლომდე მოტივირებულია. ჩვენ სეზონის პირველ ტიტულს ვუახლოვდებით და მის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

- თქვა კარლო ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი დაპირისპირება 23:00 საათზე დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 იანვარი 2024 20:54
    0
    "ბარსელონას" პატივს ვცემთ, მათ სხვა დროს დაგვამარცხეს კიდეც, თუმცა ჩვენ ყოველთვის მშივრები ვართ.
    ანუ რაც გვაჭამეს არ გვეყო, ისევ მოგვშივდაო?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 იანვარი 2024 01:03
    0
    კი დაგახია ბურთი თავზე ჩავი ამ ბებერმა და დროა აღიარო, რომ მწვრთნელობა შენი საქმე არაა, დაიხურე ქუდი მაგ გასიებულ თავზე და აახვიე სანამ დედის გინებას დაგიწყებენ.