როსი გადმოვა, თუკი გუნდიდან ვინმე წავა
”ბარსელონა” ეძებს ახალ საშუალებებს, რათა შეიძინოს საჭირო და და მაღალკვალიფიციური ფეხბურთელები, რომლებიც შეესაბამებიან სანდრო როსელის ახალ ფინანსურ პოლიტიკას. ამგვარად ასელქსის სანჩესის და სესკ ფაბრეგასის ტრანსფერები პრიორიტეტულია, ვიდრე ჯუზეპე როსის.
როსის ტრანსფერის განხორციელება მას შემდეგ გართულდა, რაც რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელის აგენტმა, ანდრეა პასტორელომ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ”ვილიარეალის” პრეზიდენტმა, ფერნანდო როიგმა ”ბარსელონას” წინადადება არ მიიღო და მას არასაკმარისი უწოდა.
ამიტომაც ახლა ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ თავდაპირველად შედგება ალექსის სანჩესის ტრანსფერი, ხოლო შემდეგ მთელი ძალები პეპ გვარდიოლას პრიორიტეტის, სესკ ფაბრეგასის შეძენაზე დაიხარჯება. თუკი ეს ორივე ტრანსფერი წარმატებულად დასრულდება ”ბარსელონას” მოუწევს დამატებითი საშუალებების მოძიება, რათა ჯუზეპე როსი შეიძინოს. ერთ-ერთი ვარიანტი არის კატალონიური გუნდიდან რომელიმე ფეხბურთელის გაყიდვა.
კლუბიდან წასვლის ერთ-ერთი პრეტენდენტი არის ბოიან კრიკიჩი, რომელსაც უკანსაკნელ დღეებში ”რომას” უკავშირებენ. რომაელები ახალგაზრდა ფეხბურთელში 10 მილიონს იხდიან. ”ბარსელონას” კი ექნება უფლება ბოიანი გამოისყიდოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]