ინიესტა: "რთული სეზონი გველის"
წინა წლის 11 ივლის ანდრეს ინიესტა და მისი მეოგბრები ესპანეთის ეროვნული ნაკრებიდა გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები. სწორედ ანდრესმა გაიტანა ის ერთადერთი გოლი, რომელმაც ჩემპიონობა მოუტანა ესპანეთს. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში ინიესტამ თავისი მეგობარი, აწ გარდაცვლილი, დანი ხარკე არ დაივიწყა და ეს გოლი სწორედ მას მიუძღვნა. სწორედ ამ ჟესტის გამო, "ბარსასა" და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი მიიწვიეს ვალენსიის პროვინციაში, სიმატ დე ვალდინაში და გადასცეს პრიზი : იუნესკო–ვალდინა.
განსაკუთრებული წელი
1 თვეზე ნაკლებში ინიესტა ვარჯიშებს დაუბრუნდება, რადგანაც "ბარსელონა" წინასასეზონო მომზადებას 18 ივლისს იწყებს. მანამ, სანამ დაიწყება ახალი სეზონი, ინიესტამ გაიხსენა გასული სეზონი: "მუნდიალის შემდეგ ეს წელი მართლაც შესანიშნავი იყო, ძალიან ლამაზი და განსაკუთრებული. ამ წელმა ჩვენ ტიტულები მოგვიტანა. მომავალი სეზონი კი იქნება ურთულესი, მაგრამ ჩვენ ყველანაირი ბარიერის გადალახვას შევეცდებით".
როსელს ჩვენთვის საუკეთესო სურს
როსელი ამ სეზონში არაერთხელ გამოვიდა სიტყვით "ბარსელონასა" და მისი ფეხბურთელების დასაცავად. ამაზე ანდრესმა განაცხადა: "ყველას თავისთვის სურს სარგებელი. ჩვენს პრეზიდენტს კი ყველაფერი საუკეთესო ჩვენთვისა და კლუბისთვის უნდა... სწორედ ამიტომ, მე მას პატივს ვცემ, სხვაგვარად ვერც იქნება". დაასრულა ანდრეს ინიესტამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]