როსელი: "ნეიმარი - ეს არის თემა, რომელიც მწვრთნელების კომპეტენციაში შედის"

როსელი: "ნეიმარი - ეს არის თემა, რომელიც მწვრთნელების კომპეტენციაში შედის"

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა არ მოისურვა პასუხი გაეცა ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, სურს თუ არა პრეზიდენტს ბრაზილიელი ფორვარდი, ნეიმარ და სილვა, გადმოიყვანოს საკუთარ გუნდში. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "სპორტი".

 

სანდრო როსელმა განაცხადა, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს იგი თავად არ იღებს: "ბრაზილიური "სანტოსის" ფეხბურთელის, ნეიმარის, საკითხი კლუბის პრეზიდენტს არ ეხება. ფეხბურთელების ტრანსფერებზე გადაწყვეტილებებს იღებს გუნდის სამწვრთნელო შტაბი, რომელთაც ეს საქმე უკეთ ესმით. ამ დროისთვის მთელ ყურადღებას ვუთმობთ ეროვნულ ჩემპიონატს, სადაც მხოლოდ ორი გუნდი არ თამაშობს, არამედ ოცი". დაასრულა სანდრო როსელმა

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.