კრისტენსენი, შესაძლოა, ნახევარმცველად გამოიყენონ

კრისტენსენი, შესაძლოა, ნახევარმცველად გამოიყენონ

"ბარსელონამ" ანდრეას კრისტენსენი, შესაძლოა, სეზონის დარჩენილ ნაწილში ნახევარმცველის პოზიციაზე გამოიყენოს. ეს გამოჩნდა კიდეც "ალავესთან" მოგებულ მატჩში, სადაც დანიელმა სოლიდური თამაში აჩვენა ახალ პოზიციაზე.

ჩავი ერნანდესმა "ალავესთან" სასტარტო შემადგენლობაში სიახლეები შემოგვთავაზა. მან ანდრეას კრისტენსენი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე დააყენა, ხოლო ფლანგებიდან მას ფრენკი დე იონგი და ილქაი გიუნდოგანი ეხმარებოდნენ. აღსანიშნავია, რომ 27 წლის მცველი ამ პოზიციაზე თავდაჯერებულად გამოიყურებოდა. მისმა თავდაუზოგავმა თამაშმა ფრენკი დე იონგს შეტევაში ჩართვის საშუალება მისცა.

Diario Sport-ის ცნობით, ჩავი თავისი გეგმების დიდ განახლებას არ გეგმავს, თუმცა კრისტენსენის ნაჩვენები თამაშის ხარისხისა და დატვირთული სატურნირო კალენდრის გათავალისწინებით, დანიელი ფეხბურთელი ნახევარდაცვაში კვლავაც შეიძლება ვიხილოთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 5 თებერვალი 2024 19:59
    0
    თამაშსაც ხო გააჩნია, რეალთან და ალმერიასთან ერთნაირ შემადგენლობას ხო არ დააყენებს, დანარჩენს თვითონ დააკვირდეს ვარჯიშებზე აბა მწვრთნელი რისთვისაა. და კიდევ გამოცდისო რო ამბობს, მარტო დაყენება ხო არ არის, არაფერს არ აუსსნის? ბუსკეტსის გვერდით ითამაშა ჩავიმ 15 წელი და ვერაფერი გაუგო მის გენიალურ თამაშს რო კრისტენსენს თეორიულიც ჩაუტაროს თუ პროფესიონალებში სირცხვილია მწვრთნელმა ფეხბურთელს რამე ასწავლოს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 თებერვალი 2024 16:04
    0
    არ ვიცი თქვენ რა დაინახეთ, მაგრამ ბუსკეტსის მერე ამ კაცს საყრდენად ვერ ავიტან
    Amo
    გულშემატკივარი [?]
    #1 5 თებერვალი 2024 13:13
    1
    კარგად არის გამოცდილი მსგავსი პრაქტიკა ბარსაში ანუ ცენტრალური მცველის საყრდენად და პირიქით საყრდენის ცენტრალურ მცველად გამოყენება და ეს ყოველთვის 100 % ით გამართლდა ბევრს ემახსივრება ბევრს კი არაა მარკესის სატრდენად თამაში ძალიან ძლიერი იყო ედმილსონის საყრდენად თამაში რომელიც ასევე ძან მაგრად დადგაა ახალ პოზიციაზრ მასკერანოზე ბუსკეტსეიაია ტურეზე საერთოდ არაფერს ვამბობ და მგონი კრისტენსენიც მშვენივრად იდგა აშკარად ეტყობოდა ფრენკი რომ მეტად იყო თავისუფალი და გუნდი შეტევაში მეტად სწრაფად გადადიოდა და კრისტენსენის საყრდენად დგომა ძალიან რბილი და მსუბუქი ბარსელონას ოდნავ მოღონიერებად ნახევარდაცვის ხაზში მართლა რომ ღირდა თან დაუღლელია ეს კაცი და იქნებ მეტად გაამართლოს ლიგაზე იდგეს საყრდენად იმედია ეგრეც იქნება ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია ფიზიკურად ძლიერი ნახევარდაცვის ხაზი და იმედია ამ უნივერსალ და შრომის მოყვარე ბიჭს რომელიც ტრავმიანიც არაა ხშირად მომავალ ზაფხულს გუნდიდან არ გაუშვებემ ფულის გამო იმიტომ რომ ვარსკვლავური ფეხბურთელია ანუ ვარსკვლავებში გადის რა და ეგეთს მინიმუმ 60 ად ვერ ვიყიდით