კრიკიჩი: ”მეტი თამაში მსურს ახალგაზრდულ ნაკრებში”

კრიკიჩი: ”მეტი თამაში მსურს ახალგაზრდულ ნაკრებში”


ესპანური ”ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელი, ბოაინ კრიკიჩი უკმაყოფილოა იმით, რომ არ აქვს დიდი სათამაშო პრაქტიკა ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე, გადმოგვცემს marca.

ტურნირის საკვალიფიკაციო რაუნდში ბოიანი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლებოდა, თუმცა ახლა მთავარი მწვრთნელი, ლუის მილა სხვა ფეხბურთელებს ენდობა.

მე არ მომწონს ასეთი სიტუაცია. მსურს, რომ ძირითად შემადგენლობაში უფრო ხშირად გამოვიდე, მაგრამ ასეთ სიტუაციაში უნდა ვიცხოვრო. ვესაუბრე მილას ამის შესახებ, რადგან ყოველთვის კარგია აზრების გაცვლა” - განაცხადა ფეხბურთელმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.