იურგენ კლოპის დარწმუნება - ბარსელონას დიდი გამოწვევა
იურგენ კლოპი ჟოან ლაპორტას ფავორიტი კანდიდატია, მაგრამ "ბარსელონას" მისი დათანხმება მარტივად არ გამოუვა.
გერმანელმა განაცხადა, რომ "ლივერპულის" დატოვების შემდეგ კარიერაში პაუზის აღება და დასვენება სურს. "ბარსასთვის" ხელსაყრელი ფაქტორი, შესაძლოა, ის ფაქტი იყოს, რომ კლოპი ინგლისში აღარ იმუშავებს და თანაც, ბუნდესლიგასა და პრემიერ ლიგაში მოღვაწეობის შემდეგ, იქნებ ძალების ლა ლიგაში მოსინჯვაც მოუნდეს. ასევე, საინტერესოა, რომ იურგენს მალიორკაში ფერმა აქვს.
ინგლისის გამორიცხვის შემდეგ, კლოპის გერმანიაში დაბრუნებაც არასავარაუდოა. მან "დორტმუნდში" საკუთარი თავი უკვე ამოწურა, "ბაიერნს" კი ტომას ტუხელი ჰყავს (მისი გაშვების შემთხვევაში კი ჩაბი ალონსოზე იფიქრებს). პსჟ-ში ლუის ენრიკეს პროექტი გრძელდება. საფრანგეთის მსგავსად, ალოგიკური ჩანს იტალიაში წასვლაც. შესაბამისად, ყველაზე რეალურ ვარიანტად ესპანეთი რჩება.
ლაპორტასა და დეკუს ბევრი მუშაობა მოუწევთ, რომ კლოპი "ბარსელონას" შეთავაზებას დათანხმდეს. ეს მისია რთულია, მაგრამ არა - შეუძლებელი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]