ჩავი ერნანდესი გრანადასთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი გრანადასთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესმა "გრანადასთან" ხვალ გასამართ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. 

მეტოქეზე:

"გრანადამ" რამდენიმე დღის წინ მწვრთნელი შეიცვალა. ვფიქრობ, ალექსანდრ მედინასთან ერთად მათ დაცვაში მოუმატეს და უფრო აგრესიულები არიან. რთული მეტოქე გვყავს, რომელსაც ქულები სჭირდება. ქომაგების მხარდაჭერა გვჭირდება, რათა კარგი სვლა გავაგრძელოთ. ეს დამატებითი მოტივაციაა, რომ ჩვენი პროგრესის დემონსტრაცია მოვახდინოთ.

იამალსა და რაფინიაზე:

ლამინ იამალი და რაფინია მსგავს პოზიციაზე თამაშობენ, მაგრამ მათ მოედანზე ერთად ყოფნა შეუძლიათ. დარწმუნებული ვარ, რომ ბრაზილიელის დაბრუნება გოლების გატანაში დაგვეხმარება.

პაუ კუბარსისა და ინიგო მარტინესზე:

კუბარსისა და მარტინესს იდენტური როლი აქვთ. პაუთი ძალიან კმაყოფილი ვარ, მან სამწვრთნელო შტაბისა და თანაგუნდელების ნდობა მოიპოვა. ინიგოც გვყავს, მაგრამ კუბარსი შანსებს კვლავ მიიღებს.

კანსელუსა და არაუხოზე:

კანსელუ და არაუხო დისკომფორტით თამაშობდნენ, მაგრამ ისინი ხვალ მზად იქნებიან.

მსაჯებზე:

მსაჯებზე არ მკითხოთ, რადგან არაფერს ვიტყვი. ჩემი აზრი გასულ კვირაში უკვე დავაფიქსირე.

გავიზე:

გავის რეაბილიტაციის პროცესი შესანიშნავად მიმდინარეობს. ის კარგ განწყობაზეა. მიუხედავად იმისა, რომ ვერ თამაშობს, გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრია.

ფერმინზე:

მისით ძალიან კმაყოფილი ვარ. ფერმინი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენაა. მან თითქმის ყველა მატჩში ითამაშა. პედრი, ფრენკი, გიუნდოგანი, კრისტენსენი საყრდენად... ნახევარდაცვაში დიდი კონკურენციაა, რაც ძალიან მახარებს.

პაუ ვიქტორზე:

პაუ უნივერსალია, რომელიც დაგვეხმარება. ის პირველ გუნდში დებიუტისთვის მზადაა. 

გიუნდოგანი-ლევანდოვსკის დუეტზე:

ძალიან კარგია. ასევე პედრი. მათ ლევანდოვსკი უნდა მოამარაგონ. რობერტის პროდუქტიულობაზე ვმუშაობთ და ეს აშკარად ამართლებს. გიუნდოს 10-15 მეტრით წინ აწევით პოლონელი დიდებულად სარგებლობს. 

ორიოლ რომეუზე:

რომეუმ ბევრი მატჩი დისკომფორტით ითამაშა - ბევრი ფეხბურთელი ამას არ იზამდა. ორიოლი რთულ პერიოდს გადის და ხვალ დაისვენებს. ის "სელტასთან" მატჩისთვის მზად იქნება.

ტერ შტეგენზე:

ტერ შტეგენი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია - ფუნდამენტური მოთამაშე და ერთ-ერთი კაპიტანი. ინიაკი პენიათიც კმაყოფილი ვარ - მან გერმანელის არყოფნაში თავი კარგად წარმოაჩინა.

საკუთარ გადაწყვეტილებაზე:

ჩემი გადაწყვეტილება სწორია - ის აღარ შეიცვლება. გუნდს დინამიკის შეცვლა სჭირდება. ახლა მხოლოდ ამ სეზონზე ვარ ფოკუსირებული.

სერჟი რობერტოს კონტრაქტზე:

არ ვიცი. კლუბს მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივების რეკომენდაცია უკვე მივეცი. ვფიქრობ, სერჟი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, როგორც მოედანზე, ისე გასახდელ ოთახში. რობერტო ყოველთვის გვეხმარება.

სერჟი ჯერ ლაზარეთშია, მაგრამ მომავალ კვირაში მზად იქნება.

ლურჯ ბარათზე:

ჩემი აზრით, ეს უნდა ვცადოთ. თუ ლურჯი ბარათი კარგად იმუშავებს, ფეხბურთს დიდებული კომპონენტი დაემატება. ამ მომენტისთვის, ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა.

"რეალ მადრიდი"-"ჟირონაზე":

საკუთარ მატჩზე უნდა ვკონცენტრირდეთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ რომელიმე ან ორივე მათგანი ქულებს დაკარგავს. შეცდომების უფლება არ გვაქვს.

ანდრეას კრისტენსენის საყრდენობაზე:

ეს ერთ-ერთი ვარიანტია. კრისტენსენი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე სოლიდურია. ის უნივერსალია და რამდენიმე ზონაში თამაში შეუძლია. ანდრეასს მოედანზე ყველაფრის 360 გრადუსით დანახვის უნარი აქვს.

საკუთარ ყოველდღიურობაზე:

არაფერი შეცვლილა. დეკუსთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. გუნდს ყველაფერში ვეხმარები, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის ბოლოს მივდივარ. მოტივირებული ვარ, რადგან ვიცი, რომ სულ უფრო და უფრო ცოტა დრო მრჩება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 11 თებერვალი 2024 17:42
    0
    საკუთარ მატჩზე უნდა ვკონცენტრირდეთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ რომელიმე ან ორივე მათგანი ქულებს დაკარგავს. შეცდომების უფლება არ გვაქვს.

    აუ ორივემ რო მოიგოს ძაან ცუდი იქნება ხო?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 11 თებერვალი 2024 16:28
    0
    ციტატა: Ronald Araújo
    ჩვენი მაქსიმუმი ალბათ 2 ადგილით დასრულება და სუპერ თასსზე თამაშის მოპოვების უფლება იქნება😊

    მეორე ადგილით გადიან სუპერთასზე?
    Culé [?]
    #5 11 თებერვალი 2024 05:06
    0
    MESSI 2017, რა თქვა?
    ფანი [?]
    #4 10 თებერვალი 2024 23:05
    1
    ჩვენი მაქსიმუმი ალბათ 2 ადგილით დასრულება და სუპერ თასსზე თამაშის მოპოვების უფლება იქნება😊
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 თებერვალი 2024 22:53
    0
    ლა ლიგას ვინც მოიგებს ეს უკვე გარკვეულია 99 %-ით. 4:0 უგებს რეალი ჟირონას.
    ჟირონა ყველასთან ატრაკებს, რეალთან კი იჯ**ს.
    ფანი [?]
    #2 10 თებერვალი 2024 22:07
    0
    გადაარღვია ალონსომ ბურთი ბავარიას რაც გადის ჯერ თამაში. ფრიმპონგი დატოვა სკამზე და მის მაგიერ ვინც დააყენა იმან დაუბაბანა ის გოლი. ძალიან ძლიერია ალონსო. რო დავკეროთ იმენა მართლა რო მოგვხოდავს რა.
    Culé [?]
    #1 10 თებერვალი 2024 20:00
    2
    განახვავება კლოპსა და ჩაბის შორის დაიანხავთ როცა წაიკითხავთ რა თქვა კლოპმა ლურჯ ბარათზე