ჩავი ერნანდესი გრანადასთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი გრანადასთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესმა "გრანადასთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა:

ხვალ ლიგაში ფიზიკურად ყველაზე ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდებით. "გრანადა" ყველაზე დიდ დისტანციას ფარავს. პაკო ლოპესი შემტევი ფეხბურთის მიმდევარია და იცის, ხელი როგორ შეგვიშალოს.

ბევრი ტრავმირებული გვყავს, მაგრამ ბრძოლა შეგვიძლია. ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო მატჩებისთვის ლაზარეთში მყოფი ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან.

ჩვენი ფილოსოფია სანახაობრივი თამაშით მოგებაა. ამ კლუბში მუშაობა ყველაზე რთულია. 3 შემტევით ვითამაშებთ თუ 2-ით, მუდამ შეტევაზე ვფიქრობთ. ჩვენი სტილი არ შეცვლილა.

პორტუში ბურთით კარგად ვერ ვმოქმედებდით, მაგრამ მის გარეშე ნორმალურად ვითამაშეთ. 

რობერტის ტრავმა დიდი დარტყმაა. ის ჩვენი გოლეადორი და ლიდერია. ფერანსა და ჟოაუ ფელიშს მის პოზიციაზე თამაში შეუძლიათ, მაგრამ პაუ ვიქტორიც გამოვიძახე.

რამდენჯერმე ვთქვი, რომ ფერმინი ძალიან მომწონს. ის დაცვაში კარგია, დარტყმა იცის, დუელებს იგებს და ინტენსიურია. ვფიქრობ, მას ბევრი შანსი მიეცემა.

ფრენკი დე იონგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. "ბარსას" ფეხბურთელი მენტალურად ძლიერი უნდა იყოს.

კრისტენსენი ნახევარდაცვაში, რომეუს გვერდით? ანდრეასი ამ პოზიციაზე პირველი არჩევანი არაა. გიუნდოგანისა და კასადოს ვარიანტები მაქვს, მაგრამ არც დანიელის გამოყენებას გამოვრიცხავ - ნაკრებში მას აღნიშნულ პოზიციაზე თამაშის გამოცდილება აქვს.

მატჩის განაცხადი

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #23 8 ოქტომბერი 2023 23:02
    1
    მუდამ შეტევაზე არ ფიქრობ და ნუ გვაბოლებ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #22 8 ოქტომბერი 2023 14:12
    0
    ჩვენი ფილოსოფია სანახაობრივი თამაშით მოგებაა. ამ კლუბში მუშაობა ყველაზე რთულია. 3 შემტევით ვითამაშებთ თუ 2-ით, მუდამ შეტევაზე ვფიქრობთ. ჩვენი სტილი არ შეცვლილა.
    კარგი ხუმრობები აქვს ამ ოხერს!
    Culé [?]
    #21 8 ოქტომბერი 2023 08:44
    1
    იმედია ვნახავთ დღეს კრისტენსენს საყრდენზე სკამისთვის ცოდვაა
    Culé [?]
    #20 8 ოქტომბერი 2023 06:10
    0
    შტუტგარტის 9 ანზე სერიოზული ამბებია ლევანდოვსკის რეკორდიო და რამე, 7 თამაშში 13 გოლი აქვს, ვიდოებეშიც კაი ფეხბურთელი ჩანს და ვინმემ თუ იცით და თამაშებს უყურებთ როგორია, აქამდე არ ჩანდა დიდად როგორც ჩანს ფასიც ცოტა აქ ტრანსფერმარკეტზე და ასაკითაც 27 ის არი
    Culé [?]
    #19 8 ოქტომბერი 2023 01:33
    3
    ციტატა: me da barca
    ბარსამ სევილიას რამოსის გოლის წყალობით ძლივს მოუგო, რაიო კი სტუმრად უგებს სევილიას 0:2

    ჰო და აქ უმეტესობას მაგარი გონია გაწურული ქულების წაღება და რატო ელით რამესო, ჩვენ ხო ტორპედოს ვგულშემაპტკივრობთო და დღეს ბარსას სად ყავს შემადგენლობაო..
    თავს იბრმავებენ ტიპები და აქეთ გვეძახიან ბავშვებს.
    რად უნდა გრანდობა მაჭანჭყალა გუნდების ამოტენვას, რაიო კი არა ალმერიები და ჟირონები დატენაობენ სერიოზულად და წელს ლა ლიგის გუნდები საკმაოდ ბევრს იტანენ ჩვენ კიდე თურმე მაგათზე უკეთესი გუნდი არ გვყავს და არაფრის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს..
    იმაზეც მაგრად ვღადაობ წინა წელს ჩავიმ ლა ლიგა რომ მოიგო საოცრებააო და მართლა მაინტერესებს წინა წელს ერთ თამაშს მაინც თუ უყურეს, ჩავიმ კი არა დაცვამ, შტეგენმა და სხვა გუნდების უნიათობამ მოიგო ის ლა ლიგა, წინა წელს რეალი არ ყოფილა ამ დღეში თორე ვინ გვაღირსებდა რამეს. იმათმა ქულები კარგეს ჩვენ გავიქეცით და ამ კომფორტში აღარც ავღელვებულვართ თორე სად აქვს ამათ სტრესის გაძლების *რაკი.
    სერიოზულად ვიბოღმები უკვე სხვა გუნდებზე, ისე მარტივად თამაშობენ, ისე მარტივად გადაადგილდებიან, ჩვენ კიდე ამ საზიზღრობას ვთამაშობთ და 0 შეტევით პოტენციალს ვავლენთ, მაშინ როცა გუნდში გიუნდო ლევა, დე იონგი, კანსელუ, ფელიში და კიდე რამდენი კრეატიული ხალხი გვყავს და თურმე მაინც გვაკლია შემქმნელი..
    ნუ რავიცი რა.. ამათ თამაშზე ხო ნერვები მეშლება მარა ეს ხალხიც რომ თავს უქნევს აი მაგრად ტეხავს და კიდე უფრო ტეხავს რეალისტებს ბავშვებს და დებილებს რომ გვეძახიან..
    მარაზმი ხდება გუნდში და ამ დროს თავს ვაჩვენებთ ისე თითქოს ყველაფერი კარგადაა.
    ნეტა სულ 3-0ები,4-0ები და 5-0ები მოგვეგოს და აქ ხმის ამომღები ვინაა?
    თავიდან პირველ წელს რომ ჩავიბოლი ჩამოყალიბდა მაშინ პირიქით ვიცავდი და მიხაროდა რომ კუმანის მერე ცოტა ამოვისუნთქეთ, მაგრამ წინა წლის მეორე ნახევარი და წლევანდელი სეზონი არის ძალიან აბსურდი და მარაზმი ამ გუნდისთვის.
    უმენტალიტეტო ქათმები გვყავს რომელთაც პრესინგი, სირბილი და კარში დარტყმა ეზარებათ, ამ წამს მანიუც კი გადაგვივლის ასე მგონია...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 7 ოქტომბერი 2023 23:57
    0
    ბარსამ სევილიას რამოსის გოლის წყალობით ძლივს მოუგო, რაიო კი სტუმრად უგებს სევილიას 0:2
    Culé [?]
    #17 7 ოქტომბერი 2023 23:11
    0
    ციტატა: lukaaa
    Chico, მხოლოდ იმაში გეთანხმები რო ჩავიმ იცის უაზრო ლაპარაკი რასაც ლაპარაკობს ვერაფერს აკეთებს მხოლოდ მაგრამ მეორე მხრივ შეხედე,რეალს ადარწბ ამ ბარსელონას? შენ რო მწვრთნელი იყო რეალის,აი ამ ბარსადან რომელიმე ფეხბურთელს დააყენებდი რეალის ასნავნოიში ლევანგოლსკის გარდა? აი პროსტა თქვი,ზამენაზე რო დასვავ და ვერც შეცვლაზე შეიყვან იქ აქ ესეთი ფეხბურთელები ყავს ხავის,რას თხოვ? ლამაზად როგორ ითამაშოს როცა 10 აცით გიდგება ყველა გუნდი დაცვაში,ვისზე უკეთესი გუნდი გვყავს გრანდებიდან? არავისზე ვაფშე,შეილება ჩავი არიყოს მაგარი ტაქტიკოსი მაგრამ ამ შემადგენლობით რომ მაგან ლალიგა მოგვაგებინა ეგ არის საოცრება,მაგას რო ძლიერი ფეხბურთელები ყავდეს როგორც რეალს წარმოგიდგენია როგორ ფეხბურთს ითამაშებს? მწ მგონია რო ძალიან მაგრად ათამაშებს კაი გუნდს მაგრამ შეილება ვცდები,სანამ არ გვეყოლება ეგეთი კაი გუნდი იქამდე ვერ გავიგებთ,იმაში კი გეთანხმები რომ ფეხბურთელების არჩევა და გარჩევა არ იცის,ფერან ტორესები და ესეთები მოწონს და უაზრო ლაპარაკი აქვს,ეგარი მაგ კაცის მინუსი

    ძამიკო, მეც ვიზიარებ შენს მოსაზრებებს, მაგრამ ასე გეტყვი, მე რეალს კი არ ვადარებ დღევანდელ ბარსას, მე ვწუხვარ იმაზე, რომ რეალი, წინა და იმის წინა შემადგენლობითაც შემტევ და აგრეისულ ფეხბურთს თამაშობდა და ეხლაც ასე თამაშობს. ბოლო წამამდე იბრძვიან და უტევენ და ყველას გვინახავს რამდენი მატჩი აქვთ მოგებული ბოლო წამებზე. მე არც პასიმიზმს ვთესავ ჩემს კომენტარში, პირიქით, ზედმეტად ოპტიმისტი ვარ და ძალიან ბევრი წელია ბარსას ვქომაგობ. დღევანდელი ბარსას შემადგენლობა ნამდვილად სჯობია რელისას, ხოდა ეს უფრო მაბრაზებს. ვერაფრით ვერ ვიგებ სტრატეგიას, როცა მე-5 წუთზე გოლს იტანენ და მერე მთელი მატჩი ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობენ. ვერ ვიგებ იმას, რომ პრინციპულ სიტუაციაში გუნდი ერდროულად კვდება. ვერ ვიგებ რა უნდა ლევანდოვსკის ცენტრში და ვერ ვიგებ იმას, რომ გინდა ჩავი და გინდა ფეხბურთელები, მატჩის მერე ამას ყველაფერს აღიარებენ და იძახიან - ეს შეცდომა არისო და უნდა გამოვასწოროთო, მაგრამ შემდგომ მატჩებში იგივე ხდება. ვერ იგებ იმას, რომ რეალმა წააგო, წინ გავედით და დიდი შანსი გვაქვს შევინარჩუნოთ ლიდერობა, რადგან სახლში ვეთამაშებით მალიორკას, და ამ დროს ერთი პატარა კუნძულის გუნდი საშინელ დღეში გვაყენებს და ქულებს გვართმევს. რატომ ხდება ასე? აი ასეთ თითქოს და წვრილმან პრობლემებს ვაწყდებით. შეცდომა ყველას მოსდის და ქულებსაც ყველა კარგავს, მაგრამ ვერ ვხედავ ამ გუნდში მებრძოლ სულს, ვერ ვხედავ მგელს, რომელიც მზადაა გაგლიჯოს თავისი მეტოქე, ვერ ვხედავ ცვლილებებს და ვერ ვხედავ სიახლეს. ყველა მატჩი ერთნაირი სცენარით მიდის. შენი არ ვიცი, მაგრამ მე ყველა მატჩში ნერვები მაწყდება, ალბათ შენც. ამ დროს პარადოქსია, მატჩებს მაინც ვიგებთ და ჩავიც ამას ამბობს, 3 ქულა ავიღეთ და ეს არის მთავარიო, ე.ი. კარგად ვითამაშეთო. იმასაც ვიტყვი, რომ ოღონდ მატჩები მოიგონ და თუ გინდა სულ ერთ ადგილზე იდგნენ მოედანზე. მაგრამ არ არის სამართლიანი აზრი, რომ დღეს ბარსა სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს. ეს არის ჩემი აზრი, მაგრამ დარწმუნებულ ვარ, რომ ჩავიც დაიხვეწება, გუნდიც და ჩვენც გავიხარებთ. ღმერთმა გაგიმარჯოს!!!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 7 ოქტომბერი 2023 21:08
    0
    ჩავი მეორე ტაიმის მწვრთნელია. ჩემი აზრით საწყისი გეგმის შემუშავებაში მოსამატებელი აქვს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #15 7 ოქტომბერი 2023 20:33
    0
    Chico, მხოლოდ იმაში გეთანხმები რო ჩავიმ იცის უაზრო ლაპარაკი რასაც ლაპარაკობს ვერაფერს აკეთებს მხოლოდ მაგრამ მეორე მხრივ შეხედე,რეალს ადარწბ ამ ბარსელონას? შენ რო მწვრთნელი იყო რეალის,აი ამ ბარსადან რომელიმე ფეხბურთელს დააყენებდი რეალის ასნავნოიში ლევანგოლსკის გარდა? აი პროსტა თქვი,ზამენაზე რო დასვავ და ვერც შეცვლაზე შეიყვან იქ აქ ესეთი ფეხბურთელები ყავს ხავის,რას თხოვ? ლამაზად როგორ ითამაშოს როცა 10 აცით გიდგება ყველა გუნდი დაცვაში,ვისზე უკეთესი გუნდი გვყავს გრანდებიდან? არავისზე ვაფშე,შეილება ჩავი არიყოს მაგარი ტაქტიკოსი მაგრამ ამ შემადგენლობით რომ მაგან ლალიგა მოგვაგებინა ეგ არის საოცრება,მაგას რო ძლიერი ფეხბურთელები ყავდეს როგორც რეალს წარმოგიდგენია როგორ ფეხბურთს ითამაშებს? მწ მგონია რო ძალიან მაგრად ათამაშებს კაი გუნდს მაგრამ შეილება ვცდები,სანამ არ გვეყოლება ეგეთი კაი გუნდი იქამდე ვერ გავიგებთ,იმაში კი გეთანხმები რომ ფეხბურთელების არჩევა და გარჩევა არ იცის,ფერან ტორესები და ესეთები მოწონს და უაზრო ლაპარაკი აქვს,ეგარი მაგ კაცის მინუსი
    Culé [?]
    #14 7 ოქტომბერი 2023 20:18
    1
    - «ჩვენი ფილოსოფია სანახაობრივი თამაშით მოგებაა. ამ კლუბში მუშაობა ყველაზე რთულია. 3 შემტევით ვითამაშებთ თუ 2-ით, მუდამ შეტევაზე ვფიქრობთ. ჩვენი სტილი არ შეცვლილა» - რომ იტყვიან, შენ პირს შაქარი, მაგრამ უკვე ნელ-ნელა მაღიზიანებს ჩავის ასეთი გამონათქვამები. თითქოს ბრმა არა ვარ და ფეხბურთიც მესმის, რა თქმა უნდა ჩავიზე მეტი არა, მაგრამ ამ სეზონში ბარსას სანახაობრივი თამაში ვერ ვნახე. ყველ მატჩი მდორე და უინტერესოა. ვილარეალთან ცოტა იფაფხურეს და 4 გოლი გაიტანეს, მაგრამ 3 გაუშვეს. მერე შეაჯდნენ ამ უსუსურ ბეტისს და ანტვერპენს და 5-5 გოლი გაუტანეს. დანარჩენი რომელი მატჩი იყო სანახაობრივი და სად გამოჩნდა შემტევი ფეხბურთი? სანახაობრივი და შემტევი იყო ბარსას მატჩები, რომლებშიც ჩავი ფეხბურთელის რანგში მონაწილეობდა. აგერ ვზივარ, რეალის თამაშს უყურებ და ბრაზი მახრჩობს. აი ვინ თმაშობს შემტევ და აგრესიულ ფეხბურთს. აი ვინ იბრძვის გამარჯვებისათვის. უმეტესი თამაშები მოიგეს, როცა აგებდნენ. ნეტა ჩავი არ უყურებს ამ მატჩებს? შეხედეთ ბელინგემს. ბიჭი ნახევარდამცველია და ცენტრ ფორვარდის ადგილზე შეჭამა ჰოლანდი, ლევანდოვსკიზე აღარც ვლაპარაკობ, რომელიც სუფთა ცენტრ ფორვარდია და მის ადგილზე ვერ შეიტყუეს, თმაშობს ცენტრში და ხელს უშლის ნახევარდაცვას. არაფერს სასარგებლოს არ აკეთებს. ძალიან მიჭირს ასეთი რაღაცეების თქმა და ჩავისაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ რა უბედურობაა ასეთი გამონათქვამები. ყველა ბრმაა და მარტო ეგ ხედავს ბარსას სანახაობრივ და შემტევ მატჩებს. ერთი გოლის უპირატესობას მიიღებენ და ანგარიშის შენარჩუნებაზე გადადიან. 4:0 უგებს რეალი ოსასუნას. კი ბატონო სუსტია ოსასუნა, მაგრამ ბარსამ 2:1 ძლივს-ძლიობით მოუგო. პორტოსთან მატჩმა კიდევ ძალიან დამაფიქრა. რას ვიზამთ ნეტავ უფრო ძლიერ მეტოქეებთან.... დავიღალე მომავლის ლოდინით. აღარ მოვიდა დრო რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები დავინახოთ? ძლიერი შემადგენლბა ჰყავს დღეს ბარსას, მაგრამ სამწუხაროდ ასე ვიტყვი, რომ სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს არ თმაშობს.
    გულშემატკივარი [?]
    #13 7 ოქტომბერი 2023 20:02
    0
    წარმატებები ბელინგემს, მაგრამ მის ფონზე იჩაგრება ვალვერდე. ტიპი უკლასნესია და როგორც ფეხბურთელი ძალიან მომწონს. რეალ კიდე იმედია სადღაც დაეწყება ჩავარდნა
    --------------------
    ”Everybody believes in something... Most of all, we should believe in ourselves.” — Novak Djokovic
    ფანი [?]
    #12 7 ოქტომბერი 2023 19:59
    4
    ციტატა: walker599
    ციტატა: Visca el barca
    ეგრე თუ გააგრძელა ბელინგემმა, რავიცი... 20 წლის ასაკში, ეგეთი სტატები მარტო მესის ჰქონდა ) პერესი პერესი არ იქნება რაღაც სულელური ტრანსფერში ამხელა თანხა, რომ გადაყაროს, მისი ერთი ცუდი ტრანსფერიც არ მახსოვს. ზატო ჩვენ ვყრიდით 150 მილიონს კოუტინიოში და სლემბელეში. მთავარია ჩვენი 'დეენკა' ჰქონდათ )

    ცუდი ტრანაფერი არ გახსოოვს?
    80 ლიმონი - ხამესი.
    120 ლიმონი- აზარი.
    ვერც ბეილმა და მენდებმა ვერ გაამართლეს ის თანხები რაც გადაიხადეს, 3 ლიგა ისე მოიგო ზიდანმა სასტავში ისკო ეყენა და ბეილი სკამზე ეჯდა.

    მეტი ცუდი ტრანსფერი ვერ გაიხსენე? რა აზარი და ბეილი თუ ძმა ხარ, ბეილმა ლიგების მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ხამესი დონე იყო და მწვრთნელში არ გაუმართლა ისევე როგორც კაკა, აზარს რაც შეეხება სუპერ სტარი იყო, პრემიერლიგაში დაფრინავდა და ტრავმამ დაღუპა.. პერესის ცუდ ტრანსფერად გავიხსენებდი მაგალითად ადებაიორს.. ბელინგემს რაც შეეხება უძლიერესი ბიჭია, პედრი შმედრი არავინ შეადაროს, დაფრინავს რასაც ქვია, ლევანდოვსკს გაუჭირდება ბომბარდირობა
    ფანი [?]
    #11 7 ოქტომბერი 2023 19:54
    1
    ციტატა: Visca el barca
    ეგრე თუ გააგრძელა ბელინგემმა, რავიცი... 20 წლის ასაკში, ეგეთი სტატები მარტო მესის ჰქონდა ) პერესი პერესი არ იქნება რაღაც სულელური ტრანსფერში ამხელა თანხა, რომ გადაყაროს, მისი ერთი ცუდი ტრანსფერიც არ მახსოვს. ზატო ჩვენ ვყრიდით 150 მილიონს კოუტინიოში და სლემბელეში. მთავარია ჩვენი 'დეენკა' ჰქონდათ )

    ცუდი ტრანაფერი არ გახსოოვს?
    80 ლიმონი - ხამესი.
    120 ლიმონი- აზარი.
    ვერც ბეილმა და მენდებმა ვერ გაამართლეს ის თანხები რაც გადაიხადეს, 3 ლიგა ისე მოიგო ზიდანმა სასტავში ისკო ეყენა და ბეილი სკამზე ეჯდა.
    Culé [?]
    #10 7 ოქტომბერი 2023 19:41
    1
    ეგრე თუ გააგრძელა ბელინგემმა, რავიცი... 20 წლის ასაკში, ეგეთი სტატები მარტო მესის ჰქონდა ) პერესი პერესი არ იქნება რაღაც სულელური ტრანსფერში ამხელა თანხა, რომ გადაყაროს, მისი ერთი ცუდი ტრანსფერიც არ მახსოვს. ზატო ჩვენ ვყრიდით 150 მილიონს კოუტინიოში და სლემბელეში. მთავარია ჩვენი 'დეენკა' ჰქონდათ )
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 7 ოქტომბერი 2023 19:33
    3
    ეს პედრი კიდე აჩოკინებს საავადმყოფოში. არადა რამხელა ტალანტი აქვს ამ ჩემისას.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #8 7 ოქტომბერი 2023 19:33
    0
    მაალადეც რაა ბელინგემის სათრევი გახდა რეალი ანუ ეგ რომ 1 თვე გამოაკლდეს იქვე დაენძრევა სლეარს მეტი წესიერი არავინ ყავთ რომელმაც იცის სად როგორ მოხვდეს რომ მომენტი გოლად აქციოს
    ფანი [?]
    #7 7 ოქტომბერი 2023 18:41
    13
    ბელინგემი მთრგუნავს იმენა
    Culé [?]
    #6 7 ოქტომბერი 2023 18:35
    7
    ეს ბელინგემი იმენა ვინიყიდეს ტიპებმა,ზიდანის ვაიბები მოაქვს იმენა,ტიპს ვერაჩერერებენ,20 წლისარი არ მჯერა იმენა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 7 ოქტომბერი 2023 18:07
    1
    კრისტენსენი დააყენე საყრდენად რაააა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #4 7 ოქტომბერი 2023 17:47
    0
    რა ფერმინი რა კასადო ამას ვერააქვს დალაგებული რაღაც,მარა რაქნას ამანაც ვინებიც ყავს იმას იძახის მარა რეალურად ხო შეეძლო სეზონის დასაყისში ამ მახინჯების მოცილება და ვინმე ნორმალურის მოყვანა,ფერან ტორესს ფელისს რომეუს ბალდეს რაფინიას და ესეთ მახინჯებს რაჯანდაბა უნდათ ბარსაში არ ვიცი
    მოკლედ გრანადა ძალიან დამპალი გუნდია და იმედია ფიზიკურობით არ ჩამოვრჩებით თორე შანსი არ გვაქვს,მარა მგონია მაინც რო 1 ით 0 ს წამოვიღებთ
    აუ პროსტა როგორ გინდა მთელი სეზონი რეალს ეჭიდავო,მილიტაო სასტავის კაცი,კურტუა სასტავის კაცი,დაემტვრათ,პლიუს ეხა მცველებიც აღარ ყავს ზოგი ტრავმირებულია,მარა შეხედავ სასტავს და ვარსკვლავებით არი გავსილი თან ახალგაზრდა ვარსკვლავებით,იმედია დეიონგი მალე დაბრუნდება და ლევანა თორე არ ვიცი რა გვეშველება
    იამალი უდიდესი ვარსკვლავია და ხვალ სასტარტოში ველოდები უნდა ტენოს