გრანადას მწვრთნელი: მათ სუსტი წერტილები აქვთ, რაც ჩვენს უპირატესობად უნდა ვაქციოთ

გრანადას მწვრთნელი: მათ სუსტი წერტილები აქვთ, რაც ჩვენს უპირატესობად უნდა ვაქციოთ

"გრანადას" 45 წლის სპეციალისტმა, ალექსანდერ მედინამ "ბარსელონასთან" მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ურუგვაელმა მწვრთნელმა თქვა, მის გუნდს წინ რთული თამაში ელის, თუმცა გამარჯვების მოპოვება შეუძლებელი არ იქნება.

"ბარსელონასთან" 3 ქულის ასაღებად საუკეთესო მატჩი უნდა ჩავატაროთ და ყველა კომპონენტში იდეალურად ვიასპარეზოთ.
"ბარსელონა" ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მრავალმხრივი და შეტევაში ახალგაზრდული პოტენციალით. ჩვენ დიდი ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, მეტოქე წნეხში ვამყოფოთ და ბურთთან ერთად დიდი დრო გავატაროთ. წინ ნამდვილად რთული თამაში გველის, თუმცა გამარჯვება შეუძლებელ მისიად არ მესახება.
ჩავის გუნდს თავისი სუსტი წერტილები გააჩნია, რომელთა ჩვენს სასიკეთოდ გარდასახვასაც ვეცდებით.

- თქვა ალექსანდერ მედინამ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ "ბარსელონა" "გრანადას" ლა ლიგაში უკვე 4 თამაშია ვერ უგებს, ამის ფონზე კი მედინას იმედიანი დამოკიდებულება გასაკვირი სულაც არაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 11 თებერვალი 2024 17:43
    0
    ბარსასთან ყველა გეგმავს უკვე ქულების აღებას, ტეხავს...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 თებერვალი 2024 16:04
    0
    ანუ გრანადას სუსტი წერტილი საერთოდ არა აქვს თამაშში?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 თებერვალი 2024 22:25
    1
    რა დრო დაგიდგა ბარსა?! სტუმრად 3 ქულის აღებას არც გამორიცხავს ბარსასთან ტიპი, არადა გრანადა დიდი ალბათობით გავარდება.