"ბაიერნი" მილიტოს შეძენას ეცდება
მიუნხენის "ბაიერნის" მესვეურები კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი მცველის, გაბრიელ მილიტოს შეძენით დაინტერესდნენ...
ახლა მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელები საკუთარ გუნდში, ინგლისური "მანჩესტერ სიტის" მცველის, ჯერომ ბოატენგის გადმობირებისთვის იბრძვიან. თუმცა, "სიტის" გერმანელთა შემოთავაზება სახარბიელოდ არ ეჩვენება. ამიტომაც მიუნხენელები საკუთარ გუნდში, 30 წლის არგენტინელი მცველის, გაბი მილიტო გადაბირებას შეეცდებიან. გავრცელებულ ინფორმაციები თანახმად, "ბაიერნის" მესვეურები მილიტოსთვის 6 მილიონ ევროს ამზადებენ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2012 წლამდე აკავშირებს და რომ იგი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სათამაშო დრო არ აქვს, გუნდიდან წასვლას არ ჩქარობს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]