ფაბრეგასი: "ჩემი მომავალი უახლოეს დღეებში ნამდვილად ვერ გაირკვევა"
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა, ფრანსესკ ფაბრეგასმა, განაცხადა, რომ მის შესახებ არანაირი ახალი ინფორმაცია არ გაჟღერდება ახლო მომავალში. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".
შეგახსენებთ, რომ "მეთოფეთა" კაპიტნის მიმართ უდიდეს ინტერესს იჩენს კატალონიის "ბარსელონა" და სურს ფეხბურთელი მიმდინარე ზაფხულს გუნდს შეუერთდეს. სესკიც გამოთქვამს იმის სურვილს, რომ ითამაშოს მშობლიური კლუბის მინდორზე, სადაც მან პირველი ნაბიჯები გადადგა ფეხბურთში. ერთადერთი, რაც ამ ტრანსფერის განხორციელებას დიდ პრობლემას უქმნის არის ფინანსური საკითხი კლუბებს შორის, რადგანაც კატალონიელები არ ეთანხმებიან იმ ფასს, რასაც ინგლისური გრანდი ითხოვს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]