მალიორკას მწვრთნელი ბარსასთან მატჩამდე: სულ პრესინგით ვერ ვითამაშებთ

მალიორკას მწვრთნელი ბარსასთან მატჩამდე: სულ პრესინგით ვერ ვითამაშებთ

"მალიორკას" დამრიგებელმა, ხავიერ აგირემ "ბარსელონასთან" ჩანიშნული მატჩი შეაფასა.

პირველი წრის შეხვედრაში "ბარსელონასთან" წინ ორჯერ გავედით და მათ ანგარიშის გათანაბრება ორჯერ მოუხდათ. ჩვენ "ბარსელონას" "ჟირონას" დამარცხების შემდეგ ვხვდებით და ახლა ყველაფერი იცვლება. მიუხედავად ამისა, არ არის საჭირო, რომ იმაზე მეტი თავდაჯერება ვაჩვენოთ, ვიდრე ეს რეალურადაა საჭირო.
ახლა განსხვავებულ თამაშს ველოდები. რთული იქნება ისევე თამაში, როგორც ეს მანამდე იყო, რადგან სულ პრესინგით ვერ ვითამაშებთ და 2 გოლსაც ვერ გავიტანთ. მიუხედავად ამისა, "ბარსელონასთან" მოტივაცია არ გვაკლია და მათთან სათამაშოდ ძველი შემართებით გავალთ.

- თქვა ხავიერ აგირემ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 მარტი 2024 18:33
    0
    ამ თამაშს აზრი იქნება თუ გვაჩვენებენ როგორ აპირებენ ნაპოლის დამარცხებას.
    ისევ ბურთის გორაობით და უაზრო პასებით საკუთარი კარისკენ თუ მაღალ ტემპში ორი ტაიმის განმავლობაში მეტოქეზე იერიშებით. არვიცი რა მიზეზით, მაგრამ სეზონი მთავრდება და კარგი ბარსელონური თამაში სულ ერთნახევარჯერ ჩაატარეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 მარტი 2024 18:11
    0
    მაგარი მკიდია ეს თამაში, ლა ლიგა მაინც წაგებულია.