ჩავის ტაქტიკური გამოცდა | მატჩი ნეაპოლთან
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებითი მატჩის წინ, Mundo Deportivo სტატიას ჩავის შესახებ აქვეყნებს და წერს, რომ "ბარსელონას" დამრიგებელს ხვალინდელ შეხვედრაში ნამდვილი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.
იმის გამო, რომ კლუბში ბევრი ტრავმირებულია, ჩავისთვის საქმის კეთება კიდევ უფრო რთულდება. მაგალითად, მას დაცვაში არც ისე დიდი არჩევანი აქვს. "ბარსელონას" ამ ეტაპზე მწყობრში კანსელუ, კუნდე და ინიგო ჰყავს, რასაც ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ემატება, კუბარსი და არაუხო. პირველმა მათგანმა "მალიორკასთან" ბრწყინვალედ ითამაშა და მოსალოდნელია, რომ წუთები ისევ მიეცეს, არაუხო კი დისკვალიფიკაციიდან ბრუნდება და ჩავიმ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორი დაცვის ხაზით გავა მისი გუნდი "ნაპოლის" შეტევის წინააღმდეგ.
ჩავის მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილების მიღება ნახევარდაცვის დაკომპლექტების პროცესშიც მოუწევს. ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ ტაქტიკას აარჩევს ესპანელი დამრიგებელი. მას ახლა ორი ვარიანტი აქვს, 4 სუფთა ტიპის ნახევარმცველი ან 3 ასეთი მოთამაშე და 1 ცრუ გარემარბი, რომელიც ცენტრთან იქნება დაკავშირებული. ჩავის განკარგულებაში წამყვანი ფეხბურთელებიდან (ამპლუით შესაბამისი) გიუნდოგანი და რომეუ არიან, რასაც თან ერთვის უთამაშებელი რობერტო, ნახევარდაცვას ახლახანს მორგებული კრისტენსენი და გამოუცდელი ფერმინი. რაც შეეხება ბოლო ვარიანტს, ის ნახევარდაცვაში "ცრუ ნახევარმცველის" დაყენებას, ანუ გარემარბის ჩასმას მოიაზრებს, საამისოდ კი ჩავის ფელიშის ან რაფინაის გამოყენება შეეძლება.
- წერს გამოცემა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]