ლამინ იამალი, შესაძლოა, მომავალი სეზონიდან 10-ნომრიანი მაისურით ვიხილოთ
კატალონიის რადიოს ინფორმაციით, "ბარსელონაში" ლამინ იამალისთვის 10-ნომრიანი მაისურის მიცემაზე ფიქრობენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს კლუბს ფინანსურ სარგებელს მოუტანს.
ამის მიუხედავად, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობაში ამ საკითხზე სრული კონსენსუსი არ არის, რადგან ზოგი ფიქრობს, რომ 16 წლის ფეხბურთელისთვის, მომავალი სეზონიდან ლეგენდარული 10-ნომრიანი მაისურის მორგება, დიდი წნეხი და პასუხისმგებლობა იქნება.
ლამინი მიმდინარე სეზონში "ბარსას" ერთ-ერთ ლიდერად იქცა და ბრწყინვალედ გამოიყურება. მას პირველი გუნდის ნომერი არცკი აქვს და ამჟამად 27 ნომერს ატარებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]