პრე-სეზონის მეტოქეები – "ჰაიდუკ სპლიტი" (ნაწ. I)
ჩვეულებრივ, კატალონიის "ბარსელონა" მომავალი სეზონისათვის მოსამზადებელ მატჩებს ამ ზაფხულსაც გამართავს. პრე–სეზონის პირველი მეტოქე კატალონიელთათვის ხორვატიული "ჰაიდუკ სპლიტი" იქნება. "ჰაიდუკთან" ბლაუგრანელები შეხვედრას 23 ივლისს გამართავენ...
კატალონიის "ბარსელონა" თავის პრე–სეზონის პირველ მატჩს "ჰაიდუკ სპლიტის" წინააღდეგ გამართავს. ეს შეხვედრა ხორვატიული კლუბის დაარსების 100 წლის აღსანიშნავად იმართება. გასულ სეზონში, "ჰაიდუკის" ფეხბურთელებმა მოახერხეს და ქვეყნის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდნენ. უნდა აღნიშნოს ისიც, რომ მათ მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი, ხრისტო სტოიჩკოვის ყოფილი თანაგუნდელი, კრასიმის ბალაკოვი ეყოლებათ.
შესაძლოა მომავალ სეზონში ხორვატიული კლუბი "ჩემპიონთა ლიგაზეც" ვიხილოთ. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად "ჰაიდუკის" ფეხბურთელებს მადრიდული "ატლეტიკოს" ფეხბურთელების დამარცხება მოუწევთ.
შარშან, "ჰაიდუკის" მთავარი მწვრთნელი ყოფილი ბლაუგრანელი, გორან ვუჩევიჩი გახლდათ, რომელიც "ბარსაში" 1992 წელს გადმოვიდა. აღსანიშნავი ისიც, რომ ხორვატთა ფორვარდმა, ანტე ვუკუსიჩმა გასულ სეზონში 14 გოლის გატანა მოახერხა. მას მხოლოდ პირველადგილოსანი "დინამო ზაგრების" ფეხბურთელმა, კრსტანოვიჩმა, 19 გატანილი გოლის წყალობით გაასწრო.
23 ივლისის შეხვედრა "პოლიუდ სტადიონზე", სპლიტში გაიმართება. ეს არენა 1979 წელს აშენდა და 35 ათასამდე მაყურებელს იტევს. ამ სტადიონზე გვარდიოლას, "კოპა ამერიკაზე" მოასპარეზე ფეხბურთელების გამოშვება არ შეეძლება. ასეთია ლეო მესი, მაშერანო, მილიტო, დანი ალვესი და ადრიანო.
გაგრძელება იქნება...
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]