პრე-სეზონის პირველი მატჩი "პოლივუდ არენაზე" გაიმართება

პრე-სეზონის პირველი მატჩი "პოლივუდ არენაზე" გაიმართება

 

კატალონიის "ბარსელონა" მოსამზადებელი სეზონის პირველ მატჩს სპლიტში, შაბათ საღამოს გამართავს. ამ შეხვედრას ჩავი, პიკე, პედრო და პუიოლი დააკლდებიან...

 

ხორვატიული "ჰაიდუკ სპლიტის" საშიანო არენა, "პოლიუდ სტადიუმი" ხორვატიული კლუბის ასი წლისთავისადმი მიძღვნილ მატჩს უმასპინძლებს. ამ თარიღის აღსანიშნავად,"ჰაიდუკს" კატალონიის "ბარსელონა" დაუპირისპირდება. 

 

შვიდი გამართული ვარჯიშის შემდეგ, ფეხბურთელები მატჩის ჩასატარებლად მზად არიან. თუმცა, ეს მატჩი არაოფიციალური სახის იქნება – ოფიციალური შეხვედრები ბლაუგრანელებს აგვისტოს შუა რიცხვებიდან ელით. ხორვატიაში წამსვლელთა სია ოცდაოთხი ფეხბურთელისგან შედგება. აქედან 12 ფეხბურთელი ეუსებიო საქრისტანის გუნდის წევრი გახლავთ.

 

პეპ გვარდიოლას სპლიტში ოთხი ფეხბურთელი დააკლდება. ჩავი და პედრო სპეციალური ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ. პიკეს პრობლემები მარცხენა ფეხში აქვს, ხოლო კარლეს პუიოლი კვლავ აღდგენითი სამუშაოებითაა დაკავებული. სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის გამო, "ბარსას" დახმარებას ვერც არგენტინელი და ბრაზილიელი ბლაუგრანელები მოახერხებენ. ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს ჩილელი ალექსის სანჩესიც, რადგანაც იგი ბარსელონაში კვირას ჩავა.

 

გუნდი ბარსელონაში, მატჩის დასრულებისთანავე დაბრუნდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.