რონალდ არაუხო კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა
"ბარსელონა" რონალდ არაუხოსთვის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსასთვის" ურუგვაელი ფუნდამენტური ფეხბურთელია და მასთან მოლაპარაკებები კლუბის პრიორიტეტია. არაუხოს თავად ჟოან ლაპორტა დაუკავშირდა და აცნობა, რომ ის ხელშეუხებელია. თავად ფეხბურთელმაც არაერთხელ აღნიშნა, რომ "ბარსაში" ბედნიერია.
25 წლის ფეხბურთელს ამჟამინდელი კონტრაქტი 2026 წელს ეწურება. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, სავარაუდოდ, არაუხოს ხელფასიც გაიზრდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]