ლევანდოვსკიმ 100-მილიონიანი შემოთავაზება დაბლოკა

ლევანდოვსკიმ 100-მილიონიანი შემოთავაზება დაბლოკა

Mundo Deportivo იტყობინება, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთიდან 100-მილიონიანი შემოთავაზება დაბლოკა. აღსანიშნავია, რომ პოლონელს მსგავსი შემოთავაზება გასულ ზაფხულშიც ჰქონდა, თუმცა მან მაშინაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო.

ლევანდოვსკის მიმდინარე კონტრაქტი "ბარსელონასთან" კიდევ ერთი წლით აკავშირებს, თუმცა მას ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივებაც შეუძლია. ამ შემთხვევაში, იგი კატალონიაში 2026 წლამდე დარჩება (ამ მომენტისთვის პოლონელი 37 წლის იქნება).

არსებული ინფორმაციით, ლევანდოვსკი "ბარსელონას" მომავალი სეზონის გეგმებში შედის. როგორც ჩანს, ვიტორ როკეს მომდევნო სეზონის სკამზე გატარება მოუწევს.

რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში 20 გოლი გაიტანა და 9 ასისტიც გააკეთა. იგი განსაკუთრებით კარგ ფორმაში ბოლო პერიოდში შეევიდა: ის ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 26 მარტი 2024 16:27
    1
    ეს ნიუსია? მე მგონი გუშინწინ ეწერა აქ რო 100 მილიონი დაუბლოკია ლევანდოვსკის. და რა შეიცვალა მის მერე. როკეზეც გარკვევით ეწერა რო გუნდი არ გაანათხოვრებდა და დროს საკმარისად მიიღებდა. ეტყობა გაჭირდა ნიუსების მოძიება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 მარტი 2024 15:35
    1
    20 გოლი და 9 ასისტი არასრულ სეზონში, თან ამ გუნდში სერიოზული მონაგარია. მინიმუმ ერთი წლით უნდა დარჩეს კიდევ.
    Culé [?]
    #3 26 მარტი 2024 14:31
    2
    ნეტა ბარსასთვის შემოეთავაზათ ეგ 100 მილიონი ლევანას სანაცვლოდ 😁
    გულშემატკივარი [?]
    #2 26 მარტი 2024 09:01
    5
    2026 წლამდე ძირითადს არავინ გააწურინებს ამას
    --------------------
    ფეხბურთი მარტივია, მაგრამ რთულია ის მარტივად ითამაშო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 მარტი 2024 08:30
    2
    არ ვიცი, კარგი დაფიქრება მართებთ გუნდსაც და ლევანდოვსკისაც. როკეს უბრალოდ არ ეძლევა საშუალება რო კონკურენციაში შევიდეს, ლევანდოვსკი კიდე არ გადაჯდება სკამზე ერთი ხელის დაქნევით, მაგრამ ყველა მატჩის ჩატარება რო აღარ შეუძლია და არც ევალება ეგ უნდა გააგებინონ რამენაირად და თუ იქნება თანახმა რო როკესთან ერთად გაინაწილოს ძირითადში დრო, მაშინ დარჩეს, თუარადა რაც მალე გადავა ფულის შოვნაზე თვითონაც ურჩევნია.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"