მარკინიოსი ბარსელონასთან წაგების მთავარ მიზეზს ასახელებს
Mundo Deportivo მარკინიოსის კომენტარს აქვეყნებს, რომელშიც ის გუშინდელი წაგების მთავარ მიზეზს ასახელებს.
ძალიან რთული თამაში გამოდგა საკმაოდ მაღალი დონის გუნდის წინააღმდეგ. აქ იოლ დაპირისპირებას არც არავინ ელოდა.
ვცდილობდით, რომ მათ წინააღმდეგ მაღალი პრესინგით გვეთამაშა, "ბარსელონა" კი ბურთს გამუდმებით რობერტ ლევანდოვსკის აწვდიდა, რომელიც სივრცეებს შორის არსებულ ხაზებზე მოქმედებდა, ამან კი დიდი პრობლემები შეგვიქმნა.
იყო სიტუაციები, როდესაც მეტოქემ რთული მდგომარეობის დაძლევა ლევანდოვსკიზე მარტივი პასის გაკეთებით შეძლო. ასე "ბარსელონამ" ყველაფერი გაარღვია. მეორე ტაიმში კარგი მომენტები გვქონდა, თუმცა თამაშზე მცირე დეტალებმა იქონია გავლენა (გულისხმობს კრისტენსენის გოლს).
- თქვა მარკინიოსმა, რომელმაც საუბარი იმით დაასრულა, რომ მისი გუნდი "ბარსელონაში" თამაშის მოსაგებად ჩავა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]