ტიაგო, მატჩის გმირი...
გუშინ, 25 ივნისს, ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. მათ ფინალში დაამარცხეს შვეიცარიის 21 წლამდელთა ეროვნული ნაკრები, ანგარიშით 2:0. გოლები ჰერერამა და ტიაგო ალკანტარამ გაიტანა.
ფინალის შემდეგ ტიაგო ალკანტარა დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად და გადასცეს სპეციალური პრიზი. მასთან ერთად პრიზები გადასცეს ადრიან ლოპესსა და ხუან მატას. ადრიანი გახდა ტურინირის საუკეთესო ბომბარდირი 5 გოლით და გადაეცა ოქროს ბუცი, ხოლო ხუან მატას გადასცეს ბრინჯაოს ბუცი, რადგანაც ესპანელმა მოახერხა და საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა 2 გოლი, 2 საგოლე გადაცემა. ტიაგო ალკანტარა გამარჯვების შემდეგ ფანებთან მივიდა და მათთან ერთად აღნიშნა გამარჯვება. აღსანიშნავია, რომ ერთ–ერთ გულშემატკივარს "ბარსელონას" ფორმა ეცვა, სწორედ მასთან ერთად იდგა ალკანტარა.


ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]