VAR-ის აუდიოჩანაწერი იამალის გოლზე: დანიშნეთ კუთხური, გოლის სამხილი არ გვაქვს
უდიდესი ზეწოლისა და მოთხოვნის შემდეგ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მსაჯთა ის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც ლამინ იამალის გაუქმებულ გოლთანაა დაკავშირებული.
მატჩის მთავარი მსაჯის, სოტო გრადოს აუდიოჩანაწერი
უნდა დავიცადოთ, ჩემთვის ნათელი საერთოდ არაფერია. ტექნოლოგია არ გვაქვს. შესაძლოა, გოლი გავიდა კიდეც, უნდა გადაიხედოს. ზუსტად არაფერი ვიცით, უნდა შემოწმდეს. მთავარია, რომ არ ვიჩქაროთ, რადგან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებთ. სწრაფი პასუხი არაა საჭირო, ყველა კამერას გადახედეთ, ყველა კუთხით შეამოწმეთ.
VAR-ის ჯიხურში მყოფი მსაჯების აუდიოჩანაწერი
ვამოწმებთ, ცოტა ხნით დაგველოდეთ. თამაშის გაგრძელების უფლება არ მისცეთ. ჯერ არაფერი მოიმოქმედოთ, რადგან 360-გრადუსიან კუთხეს ვეძებთ. ყველაფერს ვნახულობთ, მაგრამ გოლი აქ არ ჩანს, არც აქ, არც აქ..
ვადასტურებთ, რომ მეტი კამერა არ მოგვეპოვება. სამხილი არ გვაქვს, კუთხური უნდა დანიშნოთ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 36 ]