დეკუ და ლაპორტა მარტინ სუბიმენდის აგენტს შეხვდნენ
Marca-ს მტკიცებით, "ბარსელონა" 25 წლის მარტინ სუბიმენდის გადაბირებას ისევ ცდილობს. როგორც გამოცემა წერს, დეკუმ და ლაპორტამ "რეალ სოსიედადის" ნახევარმცველის აგენტთან შეხვედრა უკვე გამართეს და ტრანსფერის დეტალები განიხილეს.
"ბარსელონასთვის" უმთავრეს მიზნად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციის გაძლიერება რჩება, რომელსაც თავიდან ორიოლ რომეუ ავსებდა, მას შემდეგ კი იქ ანდრეას კრისტენსენს ვხედავთ.
ჩავის კლუბში დარჩენის შემდეგ "ბარსელონა" სუბიმენდის ტრანსფერს მიუბრუნდა, რომელზეც კატალონიელთა მწვრთნელს დადებითად არაერთხელ უსაუბრია. ჩავი ჯერ კიდევ თვეების წინ ამბოდა, რომ სუბიმენდის დიდი გულშემატკივარია, რადგან ესაა ფეხბურთელი, რომელსაც ცენტრში დომინირება და უამრავი ორთაბრძოლის მოგება შეუძლია. გარდა ამისა, ჩავის აზრით, სუბიმენდის "ბარსელონას" სათამაშო მოდელის საკმაოდ კარგად ესმის.
- წერს ესპანური გამოცემა.
მარტინ სუბიმენდის "რეალ სოსიედადთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება კი 50-60 მილიონი ევროა.
სუბიმენდი თავისი მთელი კარიერის განმავლობაში "რეალ სოსიედადში" თამაშობს. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, იქ მარტინს 10 თამაში აქვს გამართული და წესით, 25 წლის ნახევარმცველი ევრო 2024-ზეც უნდა ვიხილოთ, რადგან ესპანეთის ნაკრების დამრიგებელმა, ლუის დე ლა ფუენტემ მარტინს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შანსი რამდენჯერმე მისცა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]