ლევანდოვსკისთან შეხვედრა ჩანიშნულია | Sport
"ბარსელონას" წარმომადგენლები კლუბში არსებული სიტუაციის დალაგებას ცდილობენ. ესპანურ მედიაში ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა კლუბის ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის მომავალია, რომელიც ჯერაც გაურკვეველია.
ამ საკითხთან დაკავშირებით, "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ და სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ მომდევნო კვირას პოლონელ ფეხბურთელთან შეხვედრა ჩანიშნეს, სადაც დიდი ალბათობით ყველაფერი გადაწყდება - იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემის, sport-ის ჟურნალისტი, ფერან კორეასი.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის პოლონელ ფეხბურთელს ესპანურ გრანდთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 15 მილიონი ევროა.
აქვე დავძენთ იმასაც, რომ ლევანდოვსკიმ ამ სეზონში "ბარსელონას" მაისურით სულ 45 შეხვედრა ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]