კარგი მატჩი ჩავატარეთ - ჩავი
ლა ლიგის 35-ე ტურში "ბარსელონა" "რეალ სოსიედადს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 იმარჯვა.
ამ გამარჯვების შემდეგ, მედიასთან კომენტარი "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა გააკეთა, რომელმაც განაცხადა:
"
ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოდგა. რეალ სოსიედადი შესანიშნავი გუნდია. ვფიქრობ, მონტილივიში მარცხის შემდეგ კარგი თამაში ჩავატარეთ. სოსიედადი ყოველთვის გვირთულებს საქმეს. იმანოლი შესანიშნავი მწვრთნელია და თავის გუნდს უნიკალური გზით აწყობს.
პენალტის ეპიზოდი? არველოდი, რომ VAR-ი მომენტს გადაამოწმებდა და პენალტს დადებდა. ასეთი შემთხვევები ხშირად არ ხდება ხოლმე. "
პენალტის ეპიზოდი? არველოდი, რომ VAR-ი მომენტს გადაამოწმებდა და პენალტს დადებდა. ასეთი შემთხვევები ხშირად არ ხდება ხოლმე. "
ამ მოგებით "ბარსელონა" 76 ქულას აგროვებს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილზე მე-2 ადგილს იკავებს. ჩავის შეგირდები მომდევნო შეხვედრას 16 მაისს, ალმერიას წინააღმდეგ გამართავენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]