საბატინი ლუისის დანიშვნის მიზეზებს ხსნის
რომაული "რომას" სპორტულმა დირექტორმა, უოლტერ საბატინიმ ახსნა ის მიზეზები, თუ რატომ დაინიშნა მისი გუნდის მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდა ესპანელი მწვრთნელი, ლუის ენრიკე...
"ენრიკეს დანიშვნით, ჩვენ გვსურდა გაგვეგო შეძლებდა თუ არა თანაარსებობას იტალიური და "ბარსელონური" სტილი ... როდესაც ლუისი ფეხბურთელი იყო, იგი საკუთარი ძლიერი ხასიათით გამოირჩეოდა. ეს ხასიათის სიძლიერე ახლაც შენარჩუნებული აქვს. ჩვენ გვსურდა, რომ "რომაში" ფეხბურთის განსხვავებული, ახალი ხედვა ჩაგვენერგა. ისეთი სტილი, რომელიც ყოველთვის მოგვცემს განვითარების საშუალებას", – ციტირებს "რომას" სპორტული დირექტორის სიტყვებს "Football Italia", "Teleradiostereo"-ზე დაყრდნობით.
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე "რომას" მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად 20 ივნისს იყო წარდგენილი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]