ბარსას გეგმა ექტორ ფორტთან დაკავშირებით

ბარსას გეგმა ექტორ ფორტთან დაკავშირებით

Diario Sport იტყობინება, რომ "ბარსელონა" მომავალ სეზონში აპირებს, რომ ექტორ ფორტი სხვა სათამაშო პოზიციაზე გამოიყენოს.

17 წლის ფეხბურთელი მარჯვენა მცველია, თუმცა "ბარსელონაში" მას იდეალურ სარეზერვო მარცხენა მცველად მოიაზრებენ. ექტორ ფორტმა პირველ გუნდში 9 თამაში ჩაატარა, ხოლო მათგან 7 შეხვედრაში მარცხენა მცველად ითამაშა. ამრიგად, კლუბისთვის ამ პოზიციაზე პირველი არჩევანი ალეხანდრო ბალდე, ჟოაუ კანსელუ ან სხვა ფეხბურთელი იქნება (თუ ხსენებული ორი მოთამაშე კლუბს დატოვებს), ხოლო ფორტი - მათი ჩამნაცვლებელი.

დაბოლოს, გავრცელებული ცნობით, "ბარსელონა" ექტორს ახალ 4-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა. ოფიციალური ცნობა ამასთან დაკავშირებით ახლო მომავალში გამოქვეყნდება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 23 მაისი 2024 17:17
    0
    თუ არ ყიდიან ბალდეს მარცხენა მცველის პოზიციაზე ბალდე ფორტი უნდა იყვენენ კონკურენციაში კანსელო მარჯვნივ უნდა დააყენონ ყველა ვარიანტში მარჯვნივ ბევრად უკეთესია ვიდრე მარცხნივ და იქნებ ფლიკმა დესტი ან ხულიან არაუხო მოხოდოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 23 მაისი 2024 16:37
    1
    მე ძალიან მომწონს ფორტი, ტექნიკურია, კარგი პასი აქვს და მოედნის ხედვა. აუცილებლად უნდა დააწინაურონ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 23 მაისი 2024 14:57
    0
    ციტატა: C.PC5
    კანსელუს სავარაუდოდ ვერ ან არ გამოისყიდიან ისე თამაშობს ამ ბოლო დროს, ბალდე კი დაბრუნდება, მაგრამ მარჯვენა მცველი ისევ არ გვყავს, ვინმეს დაიმატებენო მაგასაც ვერ ვიტყვით, ალბათ მაქსიმუმ ხულიან არაუხო დააბრუნონ და ისიც თუ გაამართლებს არავინ იცის, ფორტმა კიდე რაც ითამაშა ნორმალური იყო დაცვაშიც და შეტევაშიც, სავარაუდოდ დროც ექნება და იდეალური ვარიანტია მინიმუმ შემცვლელად ამ ეტაპზე და მომავალში რა როლს მოირგებს მაგას პერფორმანსით გავიგებთ, თან გასათვალისწინებელია რო მარცხენა ფლანგის მცველი არაა, მაგრამ მაგ ფლანგზე მშვენივრად თამაშობს, მოკლედ ლამასიის კიდევ ერთი ბრილიანტი იქნება თუ გააგრძელებს განვითარებას.

    მარჯვენა მვველი როგორ გვეყოლება როცა კანსელუ მოიყვანეს და მარცხენა ვინგერად ათამაშებენ და აგერ ეს ახალგაზრდა ამპლუით რო მარჯვენა მცველია თურმე მარცხნივ უნდა ათამაშონ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 23 მაისი 2024 14:32
    0
    ბაიერნი კომპანიზე ჩალიჩობსო.
    Culé [?]
    #3 23 მაისი 2024 12:12
    0
    ციტატა: C.PC5
    კანსელუს სავარაუდოდ ვერ ან არ გამოისყიდიან ისე თამაშობს ამ ბოლო დროს, ბალდე კი დაბრუნდება, მაგრამ მარჯვენა მცველი ისევ არ გვყავს, ვინმეს დაიმატებენო მაგასაც ვერ ვიტყვით, ალბათ მაქსიმუმ ხულიან არაუხო დააბრუნონ და ისიც თუ გაამართლებს არავინ იცის, ფორტმა კიდე რაც ითამაშა ნორმალური იყო დაცვაშიც და შეტევაშიც, სავარაუდოდ დროც ექნება და იდეალური ვარიანტია მინიმუმ შემცვლელად ამ ეტაპზე და მომავალში რა როლს მოირგებს მაგას პერფორმანსით გავიგებთ, თან გასათვალისწინებელია რო მარცხენა ფლანგის მცველი არაა, მაგრამ მაგ ფლანგზე მშვენივრად თამაშობს, მოკლედ ლამასიის კიდევ ერთი ბრილიანტი იქნება თუ გააგრძელებს განვითარებას.

    ფრიმპონგზე ღირს ჩალიჩი სანამ გვიანი არაა თყ არაადა ვალიადოლიდის და ჟირონას მარჯვენა მცველები და ხულიანი არ არიან ძნა ცუდებიც დესტიც რომ გამოჯანმრთელდება ეგებ ფლიკმა უშველოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 მაისი 2024 10:00
    2
    კანსელუს სავარაუდოდ ვერ ან არ გამოისყიდიან ისე თამაშობს ამ ბოლო დროს, ბალდე კი დაბრუნდება, მაგრამ მარჯვენა მცველი ისევ არ გვყავს, ვინმეს დაიმატებენო მაგასაც ვერ ვიტყვით, ალბათ მაქსიმუმ ხულიან არაუხო დააბრუნონ და ისიც თუ გაამართლებს არავინ იცის, ფორტმა კიდე რაც ითამაშა ნორმალური იყო დაცვაშიც და შეტევაშიც, სავარაუდოდ დროც ექნება და იდეალური ვარიანტია მინიმუმ შემცვლელად ამ ეტაპზე და მომავალში რა როლს მოირგებს მაგას პერფორმანსით გავიგებთ, თან გასათვალისწინებელია რო მარცხენა ფლანგის მცველი არაა, მაგრამ მაგ ფლანგზე მშვენივრად თამაშობს, მოკლედ ლამასიის კიდევ ერთი ბრილიანტი იქნება თუ გააგრძელებს განვითარებას.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #1 23 მაისი 2024 08:55
    3
    კაი ბიჭია და ვფიქრობ ბალდეზე უკეთესიც უნდა იყოს უბრალოდ ცოტა გამოცდილება ჭირდება