ტიაგო: ”არ მინდა ”ბარსადან” წასვლა”
ტიაგო ალკანტარამ ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ის კლუბს დატოვებს: ”მე არ მინდა ”ბარსადან” წასვლა” - დარწმუნებით განაცხადა მან.
ტიაგო ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო გოლის ავტორად დაასახელს. ფინალურ მატჩში მან 40 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა: ”ამას დაუფიქრებლად აკეთებ. შე არ იღებ გადაწყვეტილებას ისე, როგორც მატჩის წინ. ეს ალბათ რეფლექსის დონეზე კეთდება” - განაცხადა ფეხბურთელმა შედევრი გოლის შესახებ.
ნახევარმცველმა არ ისურვა ნაკრების წარმატებაში მისი წვლილის გამოყოფა: ”ის რასაც ჩვენ მივაღწიეთ შესრულდა კოლექტიური მუშაობით და არა ინდივიდუალური. ეს გამარჯვება არ არის ერთი, ორი ან სამი ფეხბურთელის, არამედ არის მთელი გუნდის. ჩვენ კარგად ვითამაშეთ ამ ტურნირზე”.
ფეხბურთელმა ასევე დაადასტურა, რომ მონაწილეობას მიიღებს 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც მიმდინარე წელს იმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]