ტიაგო: ”მორატა - შესანიშნავი ცხრიანია”

ტიაგო: ”მორატა - შესანიშნავი ცხრიანია”

შეგახსენებთ, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა იტალიას 4:2 სძლია. ამ მატჩში ”ბარსელონას” აღზრდილმა, ტიაგო ალკანტარამ ჰეთ-ტრიკის გაფორმება შეძლო.
არ არსებობს იმაზე კარგი შეგრძნება, როდესაც შენ რაიმე ტიტულს იგებ! მინდა, მადლობა მოვუხადო ყველა ჩემს თანაგუნდელს, რათა ყველას მიუძღვის წვლილი ესპანეთისთვის კიდევ ერთი ტიტულის მოპოვებაში.”
”ყველაფერი იდეალურად წარიმართა, მე გოლი გავიტანე და ჩემს გუნდს მოგებაში დავეხმარე. მშვენივრად ვთამაშობდით მოედნის თითოეულ მონაკვეთში და რა თქმა უნდა, გოლების გატანაში ძალიან დამეხმარნენ თანაგუნდელები. ალვარო მორატა გამორჩეული მოთამაშეა! მან ამ ტურნირზე ჩვენთვის ძალიან დიდი სარგებელი მოიტანა. ალვარო დაგვეხმარა ჩვენ არაერთი მატჩის მოგებაში და შესაბამისად, მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენ გამარჯვებაში. იგი მშვენიერი ”ცხრიანია”.

”წინა ფინალში 2011 წელს, გოლი სულ სხვაგვარად გავიტანე, თუმცა მეტოქის კარის აღება გადამწყვეტ თამაშებში ყოველთვის სასიამოვნოა.” - განაცხადა ტიაგო ალკანტარამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.