ფანებს ფაბრეგასი–ტიაგოს დუეტი სურთ
გავლენიანმა კატალონიურმა ინტერნეტ გამოცემამ, Sport.Es-მა, გამოაქვეყნა სტატია, სადაც აინტერესებდა გულშემატკივრების აზრი ტიაგო ალკანტარაზე, რომელიც სულ მალე "ბარსელონას" ნახევარმცველი გახდება. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მოიგო ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატი და გახდა მისი საუკეთესო მოთამაშე. ასევე დაისვა კითხვა, რა აზრის იყვნენ "კულეები" ტიაგო ალკანტარასა და "მეთოფეთა" კაპიტნის დუეტზე, იმ შემთხვევაში, თუ სესკ ფაბრეგასი "ლურჯ–ბროწეულისფერთა" რიგებში იასპარეზებდა.
შედეგი ასეთი იყო: "კულეთა" 97% მიიჩნევს, რომ ტიაგო ალკანტარა "ბარსელონაში" უნდა დარჩეს, ხოლო 71% თვლის, რომ ალკანტარა–ფაბრეგასის ტანდემი მშვენივრად მოერგება "ლურჯ–ბროწეულისფერებს".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]