ჰანსი ფლიკმა მარცხენა მცველის გაფორმება სრულიად გამორიცხა

ჰანსი ფლიკმა მარცხენა მცველის გაფორმება სრულიად გამორიცხა

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ახალი მარცხენა მცველის გაფორმება სრულიად გამორიცხა, იტყობინება Mundo Deportivo.

წყაროს ინფორმაციით, გერმანელ სპეციალისტს სჯერა, რომ ალეხანდრო ბალდესა და ალექს ვალეს, რომელმაც გასული სეზონი იჯარით, "ლევანტეში" გაატარა, შეუძლიათ ამ პოზიციაზე კონკურენტუნარიანები იყვნენ.

ფლიკი ასევე გეგმავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჟოაუ კანსელუ და ექტორ ფორტი მარცხენა მცველის პოზიციაზე გამოიყენოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 24 ივნისი 2024 15:29
    0
    კანსელუც თუ დატოვეს არცერთ ფლანგზე არაა მცველი მოსაყვანი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 21 ივნისი 2024 20:42
    1
    სწორიც არის, სადაც გვყავს ფეხბურთელები ზედმეტი ფულის ხარჯვა არ არის საჭირო, აგერ ფრიმპონგი უნდა ამ კაცს და მიხედონ საქმეს, ეს დეკუ რო ყველაფერში ერევა ეგება ხალხის მოყვანაზეც გაისარჯოს პატარა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 20 ივნისი 2024 19:36
    0
    დიდი ტრანსფერები არ იქნებაო ლაპორტა. თქვა და რაღას ველოდებით
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #3 20 ივნისი 2024 17:19
    2
    საერთოდ ვინმეს მოიყვანენ? თუ ტოპ კლასისას არ იყიდიან მაშინ ჯობს არავინ მოვიდეს
    ფანი [?]
    #2 20 ივნისი 2024 16:13
    1
    ციტატა: Flying Dutchman
    ფორტია შესაჩვევი მარჯვენა ფლანგზე აუცილებლად, მისი რეალური პოზიციაა

    კი, რეალურად არის, მაგრამ მარცხნივ ისეთი კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ მე მაგალითად მაგას მოვიაზრებდი ბალდესთან ერთად. ბალდეს ერთი სეზონი უნდა მიეცეს შანსი, თუ ისევ რეგრესში წავიდა გასაშვებია. ალექს ვალეს თამაშები ნაღდად არ მინახავს. მარჯვნივ კუნდე გვყავს, და სავარაუდოთ კანსელუსაც დატოვებენ. იდეაში კანსელუ ორივე ფლანგზეა და მოკლედ ფულბაქების პრობლემა არაა ასე თუ ისე. ჩამშლელის და შემტევის აუცილებლობა უფრო დგას.
    გულშემატკივარი [?]
    #1 20 ივნისი 2024 16:01
    1
    ფორტია შესაჩვევი მარჯვენა ფლანგზე აუცილებლად, მისი რეალური პოზიციაა
    --------------------
    ფეხბურთი მარტივია, მაგრამ რთულია ის მარტივად ითამაშო