ლეო მესის ბრწყინვალე ასისტი | არგენტინა კოპა ამერიკას მოგებით იწყებს

ლეო მესის ბრწყინვალე ასისტი | არგენტინა კოპა ამერიკას მოგებით იწყებს

დღეს გამთენიისას კოპა ამერიკის 2024 წლის გათამაშება დაიწყო. A ჯგუფის პირველ მატჩში ლიონელ მესის არგენტინა კანადას დაუპირისპირდა. "ალბისელესტემ" ტიტულის დაცვა "წითლებთან" 2-0 მოგებით დაიწყო.

"ბარსელონას" ლეგენდა თამაშზე, როგორც ყოველთვის, დიდ გავლენას ახდენდა. შეხვედრაში ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში მესის აქტიურობის შემდეგ ხულიან ალვარესმა გახსნა. საბოლოო შედეგი თამაშის მიწურულს ლაუტარო მარტინესმა დააფიქსირა, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა შესანიშნავი ასისტი გაუკეთა.

მესიმ კანადის ნაკრებთან შეხვედრაში მორიგი რეკორდი დაამყარა - ლეომ კოპა ამერიკის ისტორიაში ყველაზე მეტი, 35 მატჩი ჩაატარა. ცნობისთვის, ეს მისთვის კოპა ამერიკის მე-7 გათამაშებაა.

ეს ყველაფერი არაა - ლეო მესი ასევე გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც კოპა ამერიკის 7 სხვადასხვა გათამაშებაში საგოლე გადაცემა გააკეთა.

მოქმედი ჩემპიონი მომდევნო მატჩს ხუთშაბათს 05:00 საათზე ჩილეს წინააღმდეგ გამართავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 24 ივნისი 2024 15:48
    0
    ციტატა: nika 54
    მესი ყოჩაღ, არ ბერდება ეს კაცი და ეტყობა რონალდუს ჯინაზე.
    ისე რა მაგის პასუხია და ამ კოპას სეტანტაზე აჩვენებენ? და რომელზე იცით ვინმემ?

    სეტანტაზე აჩვენებენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 22 ივნისი 2024 15:56
    1
    როგორ მომენატრა ამ ოხერის თამაში..დიდი იმედი ლაქ კარიერას რომ დაასრულებს ბარსელონაში დაბრუნდება და რომელიმე სტრუქტურას ჩაუდგება სათავეში..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 21 ივნისი 2024 19:53
    3
    მესი ყოჩაღ, არ ბერდება ეს კაცი და ეტყობა რონალდუს ჯინაზე.
    ისე რა მაგის პასუხია და ამ კოპას სეტანტაზე აჩვენებენ? და რომელზე იცით ვინმემ?
    Culé [?]
    #4 21 ივნისი 2024 19:20
    1
    Finalshi ukitxavad unda gavidnen, arc urugvai uwevt badeshi da arc brazilia. Cota gushin koncentraciis nakleboba hqondat,bevri dakargva iyo mara nicheo,dalagdebian. Urugvai mshvenieri gundia,brazikiac shetevashi sashishia mara sheidzleba erti matchis mogeba chveulebriv. Wasvlas rac sheexeba, leom tviton tqva ro me-6 msoflio minda vitamaashoo,ase rom 2 welshi mundialze kide gailagebs. Es copa kide wmaosagebia yvela pontshi🩵🤍🇦🇷
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 ივნისი 2024 15:45
    6
    იმედია დადებს წელსაც კოპას ♥️
    --------------------
    "კაცმა ცხოვრებაში შესაძლოა, პოლიტიკური პარტია, რელიგია ან სულაც ცოლი შეიცვალოს, რასაც ვერ გაუბედავს საფეხბურთო კლუბს."
    ფანი [?]
    #2 21 ივნისი 2024 13:14
    14
    დარწმუნებული ვარ სულს და გულს დადებენ მოედანზე და კაპიტანს ნაკრებიდანაც დიდებით გააცილებენ კოპას თასით ხელში - heart_eyes ეს უდიდესი ადამიანი ყველაფერს იმსახურებს!!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 ივნისი 2024 12:37
    12
    დადებს ამ კოპასაც არგენტინა, რავი ბრაზილია და ურუგვაი ნამდვილად არ არიან ისეთ ფორმაში ახლა რომ გაუწიონ შესაბამისი წინააღმდეგობა ამ არგენტინას. Vamos Argentina ❤️💪
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"