ბარსელონა და მარკ კასადო ახალ კონტრაქტს გააფორმებენ
"ბარსელონამ" გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველთან, მარკ კასადოსთან კონტრაქტის 2028 წლის ივნისამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მიაღწია. ამ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
კასადო ამჟამად "ბარსა ატლეტიკში" ირიცხება. 20 წლის ესპანელი ცენტრალური ნახევარმცველია, რომელსაც მარჯვენა მცველადაც თამაში შეუძლია. მან კატალონიელთა პირველ გუნდში გასულ სეზონში მონაწილეობა 4 მატჩში მიიღო.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, "ბარსა" და მარკი ახალ 4-წლიან ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. ივარაუდება, რომ მხარეები კონტრაქტს უახლოეს მომავალში გააფორმებენ.
წყაროს ინფორმაციით, "ბარსელონა" კასადოს მომავლისთვის გუნდის საკვანძო ფეხბურთელად მიიჩნევს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]