მარკ გუიუს შეძენით ევროპული გრანდები არიან დაინტერესებულნი

მარკ გუიუს შეძენით ევროპული გრანდები არიან დაინტერესებულნი

როგორც Diario Sport-მა დაწერა, "ბარსელონას" ახალგაზრდა თავდამსხმელის, მარკ გუიუს გადაბირებით არაერთი გრანდია დაინტერესებული.

გამოცემის მტკიცებით, 18 წლის მოთამაშეს დამატებას მიუნხენის "ბაიერნი", ლონდონის "ჩელსი" და "სევილია" შეეცდებიან.

მარკ გუიუმ ლა ლიგის 2023/2024 წლების სეზონში "ბარსელონასთან" ერთად სულ 3 შეხვედრა ითამაშა და გოლის გატანაც მოასწრო. 

ახალგაზრდა ესპანელი შემტევის გამოსასყიდი თანხა 6 მილიონი ევროა, რის გამოც მისი დაკარგვის შანსები საკმაოდ დიდია. მიუხედავად ამისა, გამოცემა წერს, რომ "ბარსელონაში" მისი ეიმედებათ და კონტრაქტი სულ მალე განახლდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 24 ივნისი 2024 15:54
    0
    გაუხანგრძლივონ კონტრაქტი და მისცენ სათამაშო დრო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 ივნისი 2024 21:20
    2
    6 მილიონი? რა თქმა უნდა გრანდიც არ იტყვის უარს ასეთ ფასზე, მითუმეტეს ლა მასიაში გაზრდილზე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 ივნისი 2024 21:05
    3
    შეტევაში თუ ვერავის ვინატებთ არსად გაუშვან ეს ბიჭი, არაფერი გვინახავს ჯერ ამისგან და შეიძლება მშვენიერი ფორვარდი გამოთალოს ფლიკმა.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"