უგოლო ფრე - ბრაზილიამ კოსტა რიკას ვერ მოუგო
დღეს გამთენიისას კოპა ამერიკის მიმდინარე გათამაშებაში ბრაზილიის ნაკრები ჩაერთო. "სელესაომ" D ჯგუფის მატჩში კოსტა რიკას ვერ მოუგო და უგოლო ფრე 0-0 დააფიქსირა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილია უპირატესობას ფლობდა, დორივალ ჟუნიორის გუნდმა კოსტრა რიკელთა კარის აღება ვერ მოახერხა. შეხვედრის 30-ე წუთზე "სელესაო" წინ გავიდა, თუმცა, მარკინიოსის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
ბრაზილიის ნაკრებში მყოფმა "ბარსელონას" ერთადერთმა ფეხბურთელმა რაფინიამ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მან მოედანზე 70 წუთი გაატარა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]