Sport | მალიორკამ მარკ დომენეკის თაობაზე ბარსას წინადადება დაბლოკა
Diario Sport-მა დაწერა, რომ "მალიორკამ" 21 წლის მარკ დომენეკის თაობაზე "ბარსელონას" პირველი წინადადება დაბლოკა.
არაერთი გამოცემა ამტკიცებს, რომ "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევისადმი დიდი ინტერესი აქვს. ბევრი მათგანი წერს, რომ "მალიორკამ" კატალონიელთა პირველი წინადადება დაბლოკა, რომელიც ფეხბურთელის სანაცვლოდ 300 000 ევროს ითვალისწინებდა.
"მალიორკა" დომენეკის შენარჩუნებას გეგმავს, რადგან მარკი ამავე კლუბის აკადემიის ნამდვილი მარგალიტია. 2006 წლის თაობის წარმომადგენელმა თავის ლიგაში 21 გოლი გაიტანა და ბომბარდირი გახდა, საგოლე მოქმედებებში ხშირი ჩართულობა კი "ბარსელონას" ინტერესის პირველწყარო გახდა.
დომენეკის გამოსასყიდი 1 მილიონი ევროა, პირველ გუნდში გადასვლის შემდეგ კი 3 მილიონი ევრო გახდება. "ბარსელონას" ახლა შეუძლია, რომ გამოსასყიდი სრულად გადაიხადოს და ფეხბურთელი თავისთან წაიყვანოს. დომენეკს "მალიორკასთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
- წერს ესპანური გამოცემა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]