მარკ ბერნალი პრესეზონს პირველ გუნდთან გაატარებს
Mundo Deportivo იტყობინება, რომ "ბარსა ატლეტიკის" 17 წლის ჩამშლელი ნახევარმცველი მარკ ბერნალი პრესეზონს პირველ გუნდთან ერთად გაატარებს.
მარკ ბერნალი "ლა მასიის" ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ საყრდენ ნახევარმცველად მიიჩნევა. მან "ბარსა ატლეტიკში" გასულ სეზონში დასამახსოვრებელი თამაშები ჩაატარა და ახალგაზრდულ გუნდთან ერთად სეგუნდაში დაწინაურებასთანაც ახლოს იყო. მის ანგარიშზე 31 გამართულ მატჩში 2 გოლი და 5 ასისტია. ბერნალი ფიზიკურად ძლიერია, ასევე გამოირჩევა სათამაშო ტექნიკით. გარდა ამისა, სიმაღლეშიც 17 წლის ფეხბურთელი თითქმის 1,9 მეტრია,
აღსანიშნავია, რომ Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პრესეზონის შემდეგ "ბარსელონა" ბერნალთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ესპანელის გამოსასყიდი 20 მილიონი ევრო გახდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]