ბუსკეტსი: "როგორც იქნა, სესკი ჩვენთან გადმოვა"

ბუსკეტსი: "როგორც იქნა, სესკი ჩვენთან გადმოვა"

 კატალონიური "ბარსელონას" ჩამშლელი ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი ძალიან გახარებულია იმით, რომ ამჟამად "არსენალის" ფეხბურთელის, სესკ ფაბრეგასის ტრასნფერი მწიფდება.

 ბუსკეტსმა ბავშვებისთვის აშენებული კამპუსის პრეზენტაციაზე ბევრი ისაუბრა მამავალი სეზონის გეგმებზე და განაცხადა, რომ სესკ ფაბრეგასის ტრანსფერი მისი გუნდისთვის უდიდესი წინსვლა იქნება, რაც "ბარსელონას" კიდევ უფრო მეტი ტიტულის მოგების საშალებას მისცემს.

 "ყოველ წელს ერთი და იგივე მეორდება. საბედნიეროდ, ამ წელს სესკი "ბარსელონასთან" ძალიან ახლოსაა. ვიმედოვნებ, ახლა მაინც აუხდება სურვილი ჩემს თანაგუნდელს და გადმოვა ჩვენს კლუბში." - განაცხადა ბუსკეტსმა.

 ასევე სერხიომ დასძინა, რომ მისი აზრით, ფაბრეგასის გადმოსვლა ხელს არ შეუშლის სხვა ნახევარმცველებს. მისი თქმით, სეზონი გრძელია და ნებისმიერ მათგანს მიეცემა თავის გამოჩენისა და გუნდის დახმარების საშუალება.

 "სესკი, ტიაგო, სეიდუ და ხავი ერთი სტილის მოთამაშეები არიან, თუმცა ვფიქრობ, რომ ისინი ერთმანეთს მშვენივრად შეეწყობიან. შორს რომ არ წავიდეთ, გაიხსენეთ ჩემი და ხავიერის შემთხვევა. სეზონის წინ ბევრი მითქმა-მოთქმა იყო იმის შესახებ, რომ ჩვენ კონკურენტები ვიქნებოდით და ამავე დროს ხელს შევუშლიდით ერთმანეთს, თუმცა სეზონი დასრულდა და გამოჩნდა, რომ ჩვენ ერთად მშვენივრად ვთამაშობთ მინდორზე."

 სერხიოს სჯერა, რომ რაც უფრო მეტი და მაღალი დონის ფეხბურთელები ეყოლება კლუბს, მით უფრო მეტია შანსი იმისა, რომ ტიტულების მოგება არ შეწყდება: "წინ ბევრი ტურნირი გველის. მათ მოგებას კი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუ კლუბს ახალი და მაღალი დონის ფეხბურთელები შეემატებიან."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.