დამხობილი რეკორდი და კვლავ დამხობის მოლოდინში...

დამხობილი რეკორდი და კვლავ დამხობის მოლოდინში...

 

"You are sixteen going on seventeen..."

 

უკვე საუკუნე და 12 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც შვეიცარიელმა ემიგრანტმა, ჰანს გამპერმა, თერთმეტ ენთუზიასტთან ერთად კატალონიის დედაქალაქში, სადაც ფეხბურთი ჯერ კიდევ უცნობი სპორტის სახეობა იყო, საფებურთო კლუბი "ბარსელონა" ჩამოაყალიბა. ამ 112 წლის მანძილზე, საფეხბურთო კლუბთან ერთად "ბარსელონას" სპორტის სხვა სახეობების გუნდებიც ჩამოყალიბდა. შესაბამისად, კატალონიელები ტიტულების მოპოვებისთვისაც "იცლიდნენ–ხოლმე". თუმცა, სამწუხაროდ ერთ წელიწადში მათ 16 თასის მოპოვება აქამდე ვერ მოეხერხებინათ. სამაგეიროდ, ეს წელს, 2010/11 წლების სეზონში მოახერხეს. კატალონიელებმა ერთ წელიწადში 16 ჩემპიონატის ტიტულის დაპყრობა შეძლეს!..

 

"ბარსელონას" ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის, როლერ–ჰოკეისა და ფუტზალის გუნდებს წლევანდელ სეზონში ტიტულების ცაში 16–ჯერ აპყრობის საშუალება მიეცათ. ეს კი რაღა თქმა უნდა ნამდვილად შესაშური მაჩვენებელია. ასეთი შედეგი კატალონიელებს აქამდე არ უჩვენებიათ. მეთექვსმეტე ტიტული ფუტზალის გუნდის ანგარიშზეა, რომლის მოთამაშეებმაც მოაერხეს და "სამეფო თასთან", "ესპანეთის თასთან" და "კატალონიის ლიგასთან" ერთად, "ესპანეთის ლიგის" მოგებაც შეძლეს.

 

კალათბურთელების ანგარიშზე 4 ტიტულია. როლერ–ჰოკეის გუნდმა 2 თასი მოაგროვა, ხოლო ფეხბურთისა და ხელბურთის გუნდებმა 3–3 ტიტულის მოპოვება მოასწრეს. ჩამოთვლილი გუნდებიდან 2–მა მოახერხა და ევროპის მუხლებზე დაჩოქებაც შეძლო. საფეხბურთო და ხელბურთის გუნდები 2010/11 წლების ევროპის ჩემპიონებადაც მოგვევლინნენ...

 

შარშანდელ სეზონში, კატალონიური კლუბის სპორტულმა კლუბებმა 15 პროფესიონალური ტიტულის შეგროვება შეძლეს. წლევანდელ სეზონში მათ ყველა მაჩვენებელი უკან ჩამოიტოვეს და 16 ტიტული მოიპოვეს. მომავალ სეზონში კი ... როგორც ერთ ცნობილ მიუზიკლში "იტყოდნენ": "You are sixteen going on seventeen, baby it's time to think."


ვიდეომასალა


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.