ტიაგო ალკანტარა კარიერას ასრულებს
"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ 33 წლის ასაკში კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ტიაგო "ბარსას" სკოლის აღზრდილია. ის კატალონიელთა პირველ გუნდში 2010-2013 წლებში გამოდიოდა, რის შემდეგაც ესპანელმა შუახაზელმა "ბაიერნს" მიაშურა. ტიაგოს "ბარსელონური" მონაგარი 101 მატჩს, 11 გოლსა და 20 ასისტს მოითვლის.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, ტიაგომ პროფესიონალური კარიერის დასრულება გადაწყვიტა, მაგრამ ის გეგმავს, რამდენიმე თვეში ფეხბურთს ახალ ამპლუაში დაუბრუნდეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]