ბარსელონა ნიკო უილიამსს ელოდება
"ბარსელონა" ისევ ნიკო უილიამსის საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ფერნანდო პოლო ავრცელებს.
უილიამსის ტრანსფერის განხორციელება გართულდა, თუმცა, წყაროს ინფორმაციით, "ბარსა" მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ არის შანსი, ესპანელმა შემტევმა "ბლაუგრანაში" თამაში გადაწყვიტოს.
იგივე წყარო იტყობინება, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ნიკოზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყვის უარს, თუ 22 წლის ფეხბურთელი "ბილბაოსთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
ცნობისთვის, უილიამსის გამოსასყიდი თანხა ამჟამად 58 მილიონ ევროს შეადგენს, რომლის გადასახდელადაც კატალონიელები მზად არიან, მაგრამ კლუბს ჯერჯერობით ესპანელისგან თანხმობა არ აქვს, ფეხბურთელი ყოყმანობს. ბოლო ცნობებით, ნიკო უილიამსის "ბილბაოში" დარჩენა უფრო სავარაუდოა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]