ღირს ფაბრეგასი 80 მილიონი ფუნტი?

"ბარსელონა" გახარებულია იმით, რომ ცესკ ფაბრეგასმა გააკეთა განცხადება მისი ლონდონიდან წასვლის თაობაზე; კატალონიელები ფიქრობენ, რომ ეს განცხადება დაეხმარება კლუბს ძალიან სწრაფად შეიძინოს ესპანელი ნახევარმცველი.
"არსენალმა" 23 წლის ფეხბურთელი 80 მილიონ ფუნტად შეაფასა. მოლაპარაკებები შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა კატალონიელები თუ მართლა ფიქრობენ ცესკის გადაბირებას, მაშინ მათ უნდა იჩქარონ, იმიტომ რომ შემდეგ შაბათს ესპანეთის ნაკრები წინასამუნდუალო შეკრებაზე მიდის ავსტრიაში და თუ მანამდე არაფერი არ იმოქმედეს "ბარსელონას" თავკაცებმა, ამ შემთხვევაში ტრანსფერი მსოფლიო ჩემპიონატამდე ვერანაირად ვერ მოესწრება.
არსენ ვენგერს ძალიან უჭირს ფაბრეგასთან განშორება, თუმცა იგი თანახმაა დათმოს ესპანელი იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელების გადახდილი ფულით 3–4 ტოპ–კლასის ფეხბურთელის შეძენას მოახერხებს. "არსენალის" ხელმძღვანელობა არ დააკმაყოფილა შეთავაზებულმა 30 მილიონ ფუნტმა და მათ ფაბრეგასი 80 მილიონ ფუნტად შეაფასეს, იტყობინება The Guardian.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]