ტოდიბო ვესტ ჰემში გადავიდა - ბარსა სატრანსფერო თანხიდან წილს მიიღებს
გუშინ "ვესტ ჰემმა" "ნიცადან" ფრანგი ცენტრალური მცველის, ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა, რაც "ბარსელონასთვის" კარგი ამბავია.
საქმე ისაა, რომ "ბარსას" ტოდიბოს ტრანსფერიდან წილს მიიღებს.
"ბლაუგრანამ" ტოდიბო 2019 წლის ივლისში "ტულუზიდან" უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. 24 წლის უკანახაზელი "ნიცაში" 2021 წლის თებერვალში იჯარით გადავიდა, ზაფხულში კი ფრანგულმა კლუბმა ფეხბურთელი გამოისყიდა, თუმცა, "ბარსელონამ" მასზე გარკვეული უფლებები დაიტოვა. ეს გულისხმობს იმას, რომ კონტრაქტში ჩაიწერა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, კატალონიელები ტოდიბოს მომდევნო ტრანსფერიდან თანხის 20%-ს მიიღებდნენ.
ცნობილია, რომ "ვესტ ჰემმა" ტოდიბო იჯარით აიყვანა, სეზონის ბოლოს კი ინგლისურ კლუბს მისი დაახლოებით 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება ექნება. ეს ნიშნავს, რომ "ბარსელონას" ამ თანხიდან 8 მილიონი ევრო ერგება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]